რომან ფიფია: ლევან მჭედლიძესთან კაცური შეთანხმებაც გვაქვს

AutoSharing Option
დღეს, 20 სექტემბერს, თბილისის "დინამომ" ლევან მჭედლიძე ოფიციალურად წარადგინა. ტრანსფერის შესახებ პრესკონფერენციაზე კლუბის მფლობელმა რომან ფიფიამ ისაუბრა.

"დღეს სასიამოვნო სიახლე გვაქვს, ლევან მჭედლიძე "დინამოს" ფეხბურთელია. ძალიან მოხარული ვარ, გაცნობოთ ეს კარგი ამბავი. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ფეხბურთელის თბილისის "დინამოში" გადმოსვლა. ეს ძალიან ბევრ რამეზე მიუთითებს.

ლევანს სურვილი აქვს, რომ "დინამო" ევროსარბიელზე გაიყვანოს და მას გაცილებით დიდი გეგმები აქვს.

ჩვენ კონტრაქტის მიღმა გვაქვს კაცური შეთანხმებაც, ყველაფერი კონტრაქტში არ იწერება. თუმცა არიან ფეხბურთელები, რომლებსაც კონტრაქტიც და შეთანხმებაც არ შველის.

ლევანთან გვაქვს ის შეთანხმება,
რომ ერთად წავალთ წინ. ლევანი ჩვენ გვიწყობს ხელს, ჩვენ ლევანს ვუწყობთ ხელს. როცა ორი ინტერესი ემთხვევა, გამოდის კარგი საქმე.

ჩვენი მიზანი დღეს არის ჩემპიონობა. რა თქმა უნდა, გაიმარჯვებს უძლიერესი. ხოლო ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამ ნაბიჯმა დააფიქროს ზოგი ქართველი ფეხბურთელი, რომლის მიმართ გვექნება ინტერესი.

გვინდა ჩემპიონატი მოვიგოთ და შემდეგ გავიდეთ ჯგუფში. ჩვენ ეს ნავსი უნდა გავტეხოთ. ყველამ ნახა, რომ ჩვენ "ფეიენოორდს" დავამარცხებდით, მსაჯს რომ არ ემაიმუნა. ჩვენ მეტოქეებს მსაჯიანად უნდა მოვუგოთ", - თქვა ფიფიამ.

მკითხველის კომენტარები / 22 /
რა თქმა უნდა ბატონო რომან, 1981 წელს საშინლად იმაიმუნა მსაჯმა როტერდამში, ეგეთი მართლაც რომ ისტორიას არ ახსოვს, მაგრამ იმ შესანიშნავ დინამოს სახლში 3:0 ჰქონდა მოგებული, მაგრამ წარსულის გახსენება აღარ გვინდა და თუ თქვენ ამ ზაფხულს დინამოს ფეინორდთან გამოვარდნას გულისხმობთ და მსაჯს აბრალებთ, მაშინ თქვენ იმ მსაჯზე მილიონჯერ მეტი მაიმუნი ყოფილხართ
llcl
20 სექტემბერი 2019 17:10
2
რა ფეინოორდს ამარცებდა ეს ხომაა ჯანმრთელად ??
GEORGE
20 სექტემბერი 2019 17:07
0
ყველამ ნახა, რომ ჩვენ "ფეიენოორდს" დავამარცხებდით, მსაჯს რომ არ ემაიმუნა.
ბურთს არ გაკარებიხართ რა უნდა მოგეგოთ :D:D:D:D:D
ika
20 სექტემბერი 2019 17:00
0
ბოლო ჭიქა აღარ დალიო ბატონო რომან!)))
ბათუმის ფანი
20 სექტემბერი 2019 17:55
3
რა მსაჯი რის მსაჯი ტო. გამოდი და თქვი რო გვაჯობა ჩვენზე უკეთესი გუნდია. სხვა თამაშს თუ უყურა არ ვიცი და ფეინოორდთან რაზე წუწუნებს. ბრმები ხოარ ვართ. მსაჯმა შეაგდო თავის კარში მსაჯი გვიტევდა 80 წუთი თუ რაიყო
rodemdeee
20 სექტემბერი 2019 17:00
3
მართალია ძალიან ცუდათ იმსაჯა სტუმრად თამაშში მსაჯმა,მაგრამ ესე თამამად,რომ გვატყუებთ ბატონო რომან,რომ თურმე მსაჯის ბრალია ჩვენი ვერ გასვლა,არ შეიძლება.რამე ცოტა სიმართლესთან უფრო ახლო მიზეზი გეთქვა შე კაცო.მაგალითად,რომ კლასი არ გვეყო,მომზადება,ან რავიცი კიდევ რამდენი მიზეზია.ყოველ წელს,რომ ახალი მწვრთნელით და ახალი ფეხბურთელებით ვიწყებთ,იქნებ ეგ უფროა სიმართლესთან ახლოს და არა მსაჯის შეცდომები.ყველავარიანტში წარმატებები დინამოს
:-)
20 სექტემბერი 2019 16:40
0
ოოო რომანა ძია, შენ ხოარ გაჟრიალებს??? ვის დავამარცხებდიო,ფეინოორდსო?ამას მგონი თამაშზე საერთოდ არ უყურებია
რუსლანი
21 სექტემბერი 2019 03:51
2
მატყუარობას თავს არ ანებებ. ახლა მსაჯს აბრალებ ფეინორდის ვერ მოგებას? რა ჯგუფში აპირებ მაინც შესვლას, იქნებ დააკონკრეტო. სირცხვილი არ გაქვს ამდენჯერ რომ გვაბოლებ?
Geo_Dinamo
20 სექტემბერი 2019 16:56
2
მე ის მიკვირს ეს კაცი ბიზნესმენი როგორ გახდა.. რა კაცური შეთანხმება?! შეიძლება ვცდებოდე მაგრამ ამ მჭედლიძეს 4 თამაში აქვს ნათამაშები მგონი მთელი 10 წლის მანძილზე, ეჭვი მაქვს დინამოშიც ასე იქნება...
zura
20 სექტემბერი 2019 17:39
5
კაცური შეთანხმება კი არა, ჯენტლმენური შეთანხმება (გარიგება) ჰქვია მაგას
გულშემატკივარი
20 სექტემბერი 2019 18:04
7
ჰოდა ქართულად კაცური ქვია მას,,ნაც სექტების ენით არ ვისაუბროთ,რას უწუნებ სიტყვა კაცურს? ნაცების თაგვური ენა მორჩა,არ დაბლოკოთ ადმინ
გულშემატკივარს
20 სექტემბერი 2019 22:42
10
კლავიატურის ვირტუოზება იმალებით ეკრანს უკან ხომ,,ნაც ბოკერიები მორჩა,ფიფია კაცურ საქმეებს აკეთებს ბევრს და პატარა თაგუნები მხოლოდ დისლაიქებით აწუხებენ,ახსნა არაფრის არ შეგიძლიათ იმიტომ რომ ერთი ადგილი არ გაქვთ,ასეთ ხალხს როგორიც ფიფიაა მადლობა ეკუთვნის იმდენ კარგ საქმეს აკეთებს ფეხბურთში,,
დისლაიქის დამწერებს
21 სექტემბერი 2019 22:12
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული