ლევან მჭედლიძე: ახლა ჩემი ჯერია, რომ რაღაც საინტერესო გავაკეთო

AutoSharing Option
დღეს თბილისის "დინამომ" ლევან მჭედლიძე ოფიციალურად წარადგინა. წარდგენისას საქართველოს ნაკრების ფორვარდმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"არც მიფიქრია ძალიან ბევრი, პირდაპირ მივიღე ეს გადაწყვეტილება, ერთ დღეში. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია მაქსიმუმი გავიღო ამ კლუბისთვის და დავეხმარო წარმატების მიღწევაში.

ამჟამად ფიზიკურად კარგად ვარ, თუმცა ორი კვირაა უვარჯიშებელი ვარ და ინდივიდუალურად ახლა დავიწყე ვარჯიში. ერთ კვირაში შევუერთდები გუნდს.

იყო საუბრები ბათუმის "დინამოსთან" დაკავშირებით და სხვა ვარიანტებიც მქონდა. ჩემი ჩამოსვლა თბილისის "დინამოში" არის სტიმული და წინსვლისთვის ყველაფერს ვაკეთებ. მინდა ამ კლუბთან ერთად
მივაღწიო წარმატებას, მოვიგო ჩემპიონატი და შემდეგ სხვა მიზნებისკენ წავიდეთ.

პირდაპირ გეტყვით, ჩემპიონატს აქტიურად არ ვადევნებდი თვალს. ბოლო პერიოდში, როცა თბილისში ვვარჯიშობდი, მაშინ მივადევნე რამდენიმე შეხვედრას თვალი და გარკვეული ინტერესი გამიჩნდა.

რაც შეეხება გორის "დილას", მე იქ არასდროს მითამაშია, სტატისტიკაში არასწორად წერია.

მე მოვხვდი ძალიან დიდ გუნდში, ძალიან დიდი ისტორიით და ვფიქრობ, ეს ნაკრებში მოხვედრის პრობლემას არ შემიქმნის.

ჩემი ტრავმიანობის მიმართ ყველა ძლიერი ექიმისა და სპეციალისტის დასკვნა იყო, რომ მცირე ასაკში არასწორად მმკურნალობდნენ.

ამჟამად "ბარსელონას" ექიმთან მაქვს ურთიერთობა და პრობლემა არ მაქვს. წინა წელს ტრავმა არ მქონია, კლუბში ვუთხარი, რომ მივდიოდი და ეს იყო ჩემი უთამაშებლობის მიზეზი.

რაც ეს ამბავი გაოფიციალურდა, ყველა მეგობარმა მომილოცა. ახლა ჩემი ჯერია, რომ რაღაც საინტერესო გავაკეთო", - თქვა მჭედლიძემ.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
დინამოში სხვანაირი ფიზმომზადებაა რაც მისთვის მონიშვნელოვანია
ვასიკო
20:21 21-09-2019
0
დინამოს წარმატებები მაგრამ ამ ფეხბურთელის არ მჯერა რომ დინამოს გამოადგეს
ეკე
15:12 21-09-2019
2

სიახლეები პოპულარული