წყალბურთი

თორნიკე ოქრიაშვილის ლამაზი პასი კვიპროსის ჩემპიონატში [VIDEO]

ხვიჩა ყაზაიშვილი
10:16/23-09-2019
+-
00:00 / 00:00

საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტის "ანორთოსისის" ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა კვიპროსის ჩემპიონატის მე-3 ტურში "პაფოსის" წინააღმდეგ მოგებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და პირველ ტაიმში თავი ლამაზი გადაცემით დაამახსოვრა ტრიბუნაზე შეკრებილ მაყურებელს.

თემურ ქეცბაიას მიერ გაწვრთნილმა "ანორთოსისმა" "პაფოსი" მშრალი ანგარიშით დაამარცხა - 2:0. მატჩში მონაწილეობა 3-მა ქართველმა მიიღო. თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ლორია ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, ხოლო მურთაზ დაუშვილი მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა ოქრიაშვილის ნაცვლად. ნიკა კაჭარავა მატჩის ბოლომდე სათადარიგოთა შორის იყო.

"ანორთოსისისთვის" ეს 3 ჩატარებულ შეხვედრაში მეორე გამარჯვება იყო და ქართველების გუნდი კვიპროსის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერია.

Sportall.Ge


(0)
/
Dislike(0)
კომენტარები
2
გიორგი კაჭკაჭიშვილი
(1)
/
Dislike(0)
ასეთი პასები კაჭარავასგანაც გვინახავს....და მერე რა? რომელი ბრწყინავს.
8:57:41 AM 9/24/2019
გამოხმაურება(0)
geno
(1)
/
Dislike(0)
რა დხეში ვართ? პასიც რომ გვიხარია.....
5:00:03 AM 9/24/2019
გამოხმაურება(0)
სიახლეები
პრემიერ ლიგა
გუნდი
სტატისტიკა
პრემიერ ლიგა
ბომბარდირებიგოლები | ასისტები
სატრანსფერო სიახლეები
Ad c2