გიორგი ჩაკვეტაძე მალე ჩადგება მწყობრში - "ვოლფსბურგთან" ითამაშებს

AutoSharing Option
"გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე იმაზე ადრე ჩადგება მწყობრში, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ.

მუხლზე ოპერაციის გაკეთების გამო ჩაკვეტაძეს რამდენიმე თვე გაუცდა და მალე ითამაშებს კიდეც. nieuwsblad-ი გიორგი ქვილითაიას მიერ ნათქვამის საფუძველზე ინფორმაციას ავრცელებს, რომ ჩაკვეტაძე მალე თამაშს შეძლებს.

გამოცემის მტკიცებით, ჩაკვეტაძე, სავარაუდოდ, 24 ოქტომბერს ევროპა ლიგაზე, "ვოლფსბურგთან" საშინაო მატჩში მიიღებს მონაწილეობას.

მკითხველის კომენტარები / 7 /
კარგად გაუფრთხილდით თორე ქართული ფეხბურთი ამ 1 კაცის იმედად არის დარჩენილი
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
26 სექტემბერი 2019 13:15
0
ყველა გუნდს აქვს უფლება ნებისმიერ დროს ათამაშოს ევროთასებზე დაურეგისტრირებელი მოთამაშე თუ ის თავისი ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებებში უთამაშია ან თამაშობს და რათქმაუნდა 21 წელზე მეტის არ უნდა იყოს.
ზუზუ
26 სექტემბერი 2019 11:02
1
ევროპალიგის განაცხადში არ არისო და ვოლფსბურგთან როგორ ითამაშებს
გრიგოლ1408
25 სექტემბერი 2019 22:19
5
თამაშაბდე 24 საათით ადრე შეუძლია განაცხადის შეცვლა ეუროპა ლიგაზე გინდს .
ლაშა
26 სექტემბერი 2019 10:09
1
როგორც კლუბის ახალგაზრდული გუნდის წევრი, ასე შეუძლიათ დაამატონ.
გუგა
25 სექტემბერი 2019 22:47
0
მეშინია,ლევან ყენიასავით არ დაღუპონ ნაადრევი დატვირთვით
სოსო
25 სექტემბერი 2019 21:18
3
არავინ არ ტვირთავს.. უბრალოდ სულ სხვა ვარჯიშებია.. უფრო ინტენსიური.. ქართველი ფეხბურთელებს ტრავმები იმიტომ ემართებათ რომ სულ სხვა სავარჯიშო სისტემაზე გადადიან, თორემ შეიძლება საქართველოში უფრო მეტს არბენინებდნენ ( უაზროდ)
zura
26 სექტემბერი 2019 02:56
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული