საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრას 11 ოქტომბერს სტუმრად შვეიცარიის 21-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
გია ცეცაძის გუნდი უახლოესი მატჩისთვის მზადებას 7 ოქტომბერს თბილისში დაიწყებს და შვეიცარიაში 10 ოქტომბერს გაემგზავრება.
ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე მატჩისთვის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გია ცეცაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა.
მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი), გიორგი ჩოჩიშვილი (დილა, გორი)
მცველები: ილია ბერიაშვილი (თელავი), თორნიკე ძოწენიძე (ლოკომოტივი, თბილისი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), დავით კობოური (დინამო, თბილისი), ლაშა უგრეხელიძე (სიონი, ბოლნისი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო, თბილისი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი)
ნახევარმცველები: პაატა კიტეიშვილი (რუსთავი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი, თბილისი), გიორგი კუცია (დილა, გორი), ნიკა ნინუა (დინამო, თბილისი), ლუკა სილაგაძე (რუსთავი)
თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), გიორგი არაბიძე (ადანასპორი, თურქეთი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა, გორი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ბექა ქავთარაძე (რუსთავი)
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის საწყისი ორი შეხვედრა მოიგო და მეორე ჯგუფს ექვსი ქულით ლიდერობს. საქართველოსა და შვეიცარიის 21-წლამდე ნაკრებთა დაპირისპირება 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე ქალაქ ვინტერტურის, შუტცენვიზეს სტადიონზე გაიმართება.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით