ლაშა შავდათუაშვილი გადარჩა და მსოფლიოზე იჭიდავებს

AutoSharing Option
შეიძლება ითქვას, ლაშა შავდათუაშვილი (73) გადარჩა - მისი ტრავმა არც ისე სერიოზული აღმოჩნდა და აგვისტოს ბოლოს ის შეძლებს მსოფლიოს ჩემპიონატში გამოსვლას.

მართალია, მას დღეს კიდევ ჩაუტარდება გამოკვლევები და ექიმები საბოლოო პასუხს ამის შემდეგ იტყვიან, მაგრამ გუშინდელი გადაღებებით გაირკვა, რომ ფეხი მოტეხილ-ამოვარდნილი არაა, რისიც თავიდან ეშინოდათ მწვრთნელებს, და არც მყესებია დაზიანებული. მას რამდენიმე დღით მოუწევს დასვენება, მერე კი გააგრძელებს ვარჯიშს.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურმა და ევროპის ჩემპიონმა მარცხენა ფეხზე ტრავმა სამშაბათს მიიღო, ბორჯომში მიმდინარე შეკრებაზე. ბედის ირონიით, ეს შეკრების ბოლო დღეს, ბოლო
სპარინგ-შეხვედრისას მოხდა. კიდევ კარგი, შედარებით იოლად გადარჩა. მას კოჭლობით ახლაც შეუძლია სიარული, თუმცა ექიმებმა 48 საათით გაუნძრევლად წოლის რეკომენდაცია მისცეს. ვარჯიშების გაცდენას მწვრთნელები დიდად არც დარდობენ. პირიქით, ცდილობენ, დადებითიც დაინახონ ამაში, ცოტას დაისვენებსო.

მინდია ბოდაველის თქმით, ოლიმპიური ჩემპიონი იმდენად შრომისმოყვარეა, დასვენება არ იცის, ვარჯიში კი ისედაც არ აკლიაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
მიდი ლაშა გორისა და სრულიად საქართველოს სიამაყევ, წარმატება ძმაო, გაგვახარე კიდევ.
jano janiashvili
14 აგვისტო 2017 13:22
0
ლაშა შავდათუაშვილი ყველაზე დასაფასებელი და შედეგიანი სპორტსმენია !!! ამაზე რომ კაცი იტყვის გაუვარდაო , ნუ კომენტარიც ზედმეტია რა
lasha19
10 აგვისტო 2017 23:02
1
ლაშას სხვათაშორის იმ ოლიმპიასიდის შემდეგ გაუვარდა ევროპაც, ახალ წონაში რომის ღია პირველობა, ალმაატის გრანპრი, დისელდორფის გრამპრიზე ვერცხლი,შარშან ებროპაზე ჩემთვის ოქრო,ტყუილად მსაჯმა რო ჩამოკიდა რუსტამოვს, როა აღარაფერი ვთქვათ თბილისის,თუ სხვა ტურნირებზე ბრინჯაოს მედალი და ამ ყველაფერთან ერთად კიდევ ერთ ოლიმპოადაზე გაუარდა??? არა ლაშა უძლიერსია და უძლიერესებს უვარდებათ ხშირად.
Tornike
10 აგვისტო 2017 19:31
2
რა სულელური სათაური აქვს... გაუხეთქავთ კაცს გულს. რას გადაურჩა არ უნდა დაწეროთ?
Qartveli888
10 აგვისტო 2017 14:46
0
რაღაც კონკურენტის სუნი აუდის ამ ბოღმა ადამიანის კომენტარს. ან თვითონაა ამ წონაში ან მისი ვინმე ძალიან ახლობელი. ლეგენდა სპორტსმენებს მსოფლიო აქვთ მრავალჯერ მოგებული მაგრამ ოლიმპიადაზე ბრინჯაოც კი ვერ მოუპოვებიათ. შავდათუაშვილმა კი ორ სხვადასხვა წონაში შეძლო მედლის მოგება ოლიმპიადაზე და შენ საერთოდ სპორტის გაგება-გარტყმაში ხაარ ასეთ ბოღმა კომენტარს რომ წერ? მე ეს სასახელო მამულიშვილი ახლოდანაც არ მინახავს, მაგრამ ვგულშემატკივრობ იმიტომ რომ ქართველია და ძალიან მაგარი ძიუდოისტიცაა და საერთოდ ყველა ქართველის წარმატება მიხარია რომელი სპორტიც არ უნდა იყოს. ამიტომ უსაფუძვლოდ ნუ ვატკენთ გულს იმ ადამიანებს რომლებიც ქვეყნის სახელისა და დიდებისთვის თავს არ ზოგავენ თავიანთ ასპარეზზე.
................
10 აგვისტო 2017 14:39
1
ჩემო მეგობარო! უკითხე ახლა მორალი ამ "ყველს" (რუსულად)!
g.v.g.
11 აგვისტო 2017 08:31
0
მეც ეგრე ვიფიქრე თავიდან, კონკურენტია ან კონკურენტის ახლობელითქო, მარა მართლა არსებობენ ისეთი ადამიანები რომლებსაც ლოგიკის ნასახი არ აქვთ და გიმტკიცებენ ორჯერორი სამასოცია ან ასე რა, მე შემხვედრიან ეგეთი ადამიანები
lasha19
10 აგვისტო 2017 23:13
1
იჭიდავებს თორემ, ვარსკვლავები არ მოწყვიტოს რაა... ლონდონის ოლიმპიადაზე ,,ყარაულის თოფივით გაუვარდა,, და ოლიმპიადა მოიგო, იმის მერე ,,ჭე,, კლასის ტურნირი არ მოუგია.
არა სერიოზულია
10 აგვისტო 2017 13:05
42
და მას მერე რიოს ოლიმპიადაზე მესამე აიღო,თუ ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალი არაფერს ნიშნავს ? :)
robi
10 აგვისტო 2017 15:09
0
სამწუხაროდ სერიოზული პრობლემები გაქვს როგორც ვატყობ და არ არის აუცილებელი სხვაზე გადაიტანო ჯავრი. შენ თავს აყენებ მაგით შეურაწყოფას თორე ლაშას და მის დონეს არაფერი აკლდება. კიდე ვინ იცი შემთხვევით გავარდნილი ოლიმპიური ჩემპიონი? ოლიმპიური ჩემპიონობა ბევრი შრომით მოდის. ლაშას მეოთხედს რომ შრომობდნენ დანარჩენები ყველა დადებდა ეგეთ შედეგებს. ისე ცნობისთვის ლონდონის მერე ევროპა მოიგო. როცა არც სპორტის ისტორია იცი და ზოგადად სადღაც სხვაგან ხარ ნუ დაწერ უაზტობას შენ თავს იმცირებ მაგით
giga
10 აგვისტო 2017 13:42
2
ქართველო ლომო ველოდებით შენ მსოფლიო ჩემპიონობას!!!
ken
10 აგვისტო 2017 11:21
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული