ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი წარუმატებლად დავიწყეთ

AutoSharing Option
ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ დღეს ქართველთაგან მხოლოდ ამირან პაპინაშვილი გამოდიოდა, რომელიც ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.

60 კილომდე წონით კატეგორიაში რეიტინგის ლიდერი პაპინაშვილი ტურნირზე მე-2 წრიდან ჩაერთო, სადაც მას იან სიკარდისთან გამკლავება არ გასჭირვებია.

მე-3 ეტაპზე პაპინაშვილს უზბეკი დიორბეკ უროზბოევი ელოდა, ვისთანაც ქართველ ძიუდოისტს რიოს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოსთვის ბრძოლა ჰქონდა წაგებული. რევანში არ გამოვიდა - უზბეკმა ქართველის მტკივნეულზე გამოჭერა ორჯერ სცადა და მეორედ მან მიზანს მიაღწია კიდეც.

- ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: წილისყრამ გაგვწირა
მკითხველის კომენტარები / 13 /
მოკლედ, სამწუხაროდ კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ რეიტინგი არაფერს ნიშნავს. პაპინაშვილი ფავორიტია გრანპრის დონეზე, მსოფლიო და ოლიმპიადა საერთოდ სხვა დონეა და იქ ფაქტიურად ტურისტის როლი აქვს. ეს არის სიმართლე, რაც არ უნდა მწარე იყოს. აზიელებთან უჭირს, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, მობილიზებას ვერ ახერხებს, ამ მოცემულებით პაპინაშვილს კი არა, არავის აქვს შანსი. აზიელებთან თუ გიჭირს ჭიდაობა, ელიტარული ძიუდოისტებოის 99% აზიელია და ეგ რაღა გამოვიდა? ამ ყველაფერს უკვე ნელ-ნელა ასაკიც დაემატება და სერიოზული კრიზისი გველის ამ წონაში.
fraternity
11:19 29-08-2017
0
ოქრო გვინდოდა?ეჭიდავა 81-ში ჭრიკის!
კობა
21:56 28-08-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული