ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: შავდათუაშვილმა მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 73 კილომდე წონით კატეგორიაში გამოსვლა საქართველოს წარმომადგენელმა ლაშა შავდათუაშვილმა მოგებით დაიწყო.

გულშემატკივარს ჩემპიონატის ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეუძლია.

ოლიმპიურმა და ევროპის ქართველმა ჩემპიონმა, რომელიც თავისი წონის რეიტინგის მე-10 ნომერია, 2 საფეხურით წინ მყოფი ბრაზილიელი მარსელო კონტინი დაამარცხა.

შეხვედრის დაწყებიდან 2 წუთის შემდეგ ორივე სპორტსმენს 2-2 გაფრთხილება ჰქონდა. საბოლოოდ, ბრაზილიელი მესამედაც გააფრთხილეს, რის გამოც მან ლაშა შავდათუაშვილთან გამართული მეხუთე დაპირისპირებიდან მე-4 წააგო.

შავდათუაშვილი მე-2 ეტაპზე ფინეთში დაბადებულ გამბიელს, ფაიე ნჟიეს დაუპირისპირდება.

- ძიუდო. მარიამ ჯანაშვილმა მსოფლიოს
ჩემპიონატზე გამოსვლა ტრავმის გამო 36 წამში შეწყვიტა
მკითხველის კომენტარები / 1 /
გააგრძელა კიდეც კიდე მოიგო, იმედია ჩემპიონი გახდება, წარმატებებს ვუსურვებ
roma
30 აგვისტო 2017 14:19
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული