ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც პირდაპირ მე-2 ეტაპზე იყო დაშვებული, ურუგვაელი ალენ აპრაჰამიანი წუთსა და 40 წამში, იპონით შეფასებული გდებით დაამარცხა.
რეხვიაშვილის მომდევნო მეტოქე ხორვატი დომინიკ დრუზეტა იქნება. მათი დაპირისპირება დაახლოებით 14 საათსა და 20 წუთზე დაიწყება.