მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება! - დღეს 2 ქართველი ძიუდოისტი გამოვა

AutoSharing Option
დღეს 20 სექტემბერს ბაქოში ეროვნული ტანვარჯიშის სასახლეში ძიუდოის მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება.

ტურნირზე 128 სახელმწიფოს 800 ძიუდოისტი იასპარეზებს. აქედან 491 ვაჟია, ხოლო 309 ქალი.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე მხოლოდ ვაჟებით იქნება წარმოდგენილი. ქალებში ერთადერთი ჩვენი წარმომადგენელი მარიამ ჯანაშვილი ავადმყოფობის გამო ვერ გამეგზავრა ბაქოში.

საქართველოს ვაჟთა ნაკრები კი 9 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.

60 კგ.
ლუხუმ ჩხვიმიანი პირველ წრეში ისვენებს, ხოლო პირველ შეხვედრას მაროკოელ ისამ ბაოსუსა და ბულგარელ ვალენტინ ალიპიევს შეხვდება. ჩხვიმიანის მსგავსად პირველ წრეში ამირან პაპინაშვილიც დაისვენებს და პირველ შეხვედრას მალავის წარმოამდგენელ ემანუელ
ნდაუს შეხვდება.

66 კგ.
ვაჟა მარგველაშვილი
მეორე წრეში ბენინის წარმოამდგენელ აუგუსტ დაგას შეხვდება.

73 კგ.
ლაშა შავდათუაშვილი
კატარის წარმომადგენელ ჰალილ რებაჰის მეორე წრეში დაუპირისპირდება.

81 კგ.
ზებედა რეხვიაშვილი
ასევე მეორე წრეში ყაზახ აიზ კალკამანულის შეხვდება.

90 კგ.
ამ წონაში 60-ის მსგავსად ორი მონაწილე გვყავს. უშანგი მარგიანი ბრაზილიელ რაფაელ მაკედოს შეხვდება, ხოლო ბექა ღვინიაშვილი გერმანელ ედუარდ ტრიპელს დაუპირისპირდება.

100 კგ.
ვარლამ ლიპარტელიანი მეორე წრეში კოტდიუარელ კოფი კობენასა და ფრანგ ალექანდრე იდირს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

+100 კგ.
გურამ თუშიშვილი რუმინელ დანიელ ნატეასა და ლატვიელ რაივისკაკსტინს შეხვდება.

დიდი იმედი გვაქვს ქართველი ძიუდოისტები უმაღლესი სინჯის მედლების მოპოვებას შეძლებენ, თუმცა ფაქტია, რომ გუნდი ერთიანი არ არის. ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ ნაკრები ბაქოში სხვადასხვა დროს გაემგზავრა.

მიზეზი კი ბოლო დროს ძიუდოში არც თუ სასიამოვნო განვითარებული მოვლენებია, რა დროსაც ძიუდოისტები ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდნენ. დავით ქევხიშვილი მართლაც გადადგა, მაგრამ სიტუაცია ჯერჯერობით დაულაგებელია. 24 ოქტომბერს ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ეყოლება და იმედია მდგომარეობა გაუმჯობესდება.

ბაქოში მსოფლიოს ჩემპიონატი 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. თითო დღეს ვაჟებში და ქალებში თითო წონის წარმომადგენლები იასპარეზებენ.

შეხვედრები 10:00 საათიდან გაიმართება, ხოლო ფინალური ბლოკი 16:00 საათიდან დაიწყება. ტურნირის ტრანსლაცია SILK უნივერსალზე განხორციელდება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ლუხუმამ პირველი იპონით მოიგო!
ILIA
11:05 20-09-2018
2
დღეს 6 ქართველი იჭიდავებს!
გია
09:56 20-09-2018
0

სიახლეები პოპულარული