ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: არის რევანში! რეხვიაშვილი 1/8-ფინალშია

AutoSharing Option
ზებედა რეხვიაშვილმა წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე წაგების გამო დომინიკ დრუზეტასთან რევანში აიღო და ხორვატს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოუგო.

რეხვიაშვილი ძირითადი 4 წუთის უმეტესი დროის განმავლობაში ვაზარით აგებდა და 20 წამით ადრე ქულა თავადაც აიღო. ხორვატმა კი, ძირითად დროში მიღებულ ორ გაფრთხილებას დამატებულ კიდევ ოთხ წუთში ერთიც დაუმატა და შედეგად 1/8-ფინალში ქართველი სპორტსმენი გავიდა.

ზებედა რეხვიაშვილის მომდევნო მეტოქე ჰოლანდიელი ფრანკ დე ვიტი იქნება. მათი ჭიდაობა დაახლოებით 15 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მკვდრები.ვერ ხვდებით რომ უკან მივდივართ? რეხვიაშვილი რო იქნება 81 ში მანდ არი დამთაბრემული ქართული ძიუდო.მეორე ბრძოლაში დამყავრდა მაგის ამბავი. ძლივს სუნთქავდა
0
ოქროზე ღვინიაშვილი და ლიპო გაიწევენ. სანამ მსოფლიო დაიწყებოდა მანამდეც დარწმუნებული ვიყავი რომ იაპონელების დომინირება იქნებოდა დაბალ წონებში. მძიმეში კი ტედი გამოდის და მანდ მორჩა ყველაფერი.
nika
17:54 31-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული