ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: უშანგი მარგიანმა მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
უშანგი მარგიანი ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ეტაპზე გავიდა. 90 კილომდე წონაში მოჭიდავე ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც გათამაშებაში მე-2 ეტაპიდან ჩაერთო, ბოსნიელი ტონი მილეტიჩი ერთი ვაზარით დაამარცხა.

გულშემატკივარს ჩემპიონატის ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეუძლია.

მარგიანის მეტოქე მომდევნო ეტაპზე ალჟირელი აბდერაჰმან ბენამადი იქნება. მათი დაპირისპირება დაახლოებით 14 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

მანამდე კი, დაახლოებით 14 საათზე, თავის პირველ ორთაბრძოლას ბექა ღვინიაშვილი ჩაატარებს, რომელიც ყირგიზ აზამატ ბექთურსუნოვს დაუპირისპირდება.

- ძიუდო. ნინო ოძელაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატს იშვიათი მიზეზით დაემშვიდობა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული