![](https://sportall.ge/pictures/image5/9a17dd24f44c9bc5ee64935f0864f11e.jpg)
თუშიშვილი გამოცდილ მონღოლ სპორტსმენთან, ნაიდან ტუვშინბაიერთან დამარცხდა. 33 წლის ნაიდანი, რომლის ტიტულებსაც ოლიმპიური ოქრო და ვერცხლი ამშვენებს, ვაზარით მარცხდებოდა. ბოლო წუთზე, მან თუშიშვილი 2-ჯერ შებოჭა - გურამმა პირველ ჯერზე თავი დაიძვრინა, მაგრამ მეორედ მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა.
ქართველმა ძიუდოისტებმა ბუდაპეშტში გამართულ პირველობაზე ინდივიდუალური გამოსვლა 1 ვერცხლითა (ვარლამ ლიპარტელიანი) და 2 ბრინჯაოთი (ვაჟა მარგველაშვილი, უშანგი მარგიანი) დაასრულეს. ხვალ, გუნდური შეჯიბრი გაიმართება.