გუნდური შეჯიბრი განსხვავებული ფორმატით იმართება, სწორედ იმ ფორმატით, როგორითაც გუნდური ძიუდო მომავალი ოლიმპური თამაშების პროგრამაში შეიტანეს, ანუ აღარ იქნება კაცთა და ქალთა ცალკე შეჯიბრი. იქნება შერეული გუნდების შეჯიბრი, სადაც გუნდში 3-3 კაცი და ქალია.
(კაცების წონები: -73კგ, -90კგ, +90კგ. ქალების წონები: -57კგ, -70კგ, +70კგ). შეხვედრაში გამარჯვებულად გამოცხადდება ის გუნდი, რომელიც მეტ შეხვედრას მოიგებს. მოგებათა თანაფარდობის შემთხვევაში დამატებით ქულებს დაითვლილან.
სწორედ ქულებით 30:21 დაამარცხა საქართველომ ხორვატიის
- 57კგ - მარიამ ჯანაშვილი ტოპოლევცთან დამარცხდა.
- 73კგ - ლაშა გიუნაშვილმა სუმპურს მოუგო.
- 70კგ - ესტერ სტამმა მატიჩთან წააგო.
- 90კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილმა დრუზეტასთან მოიგო.
+70კგ - ელენე ქებაძემ სუტალოსთან წააგო.
+90კგ - ადამ ოქრუაშვილმა კი კუმრიჩ მოუგო.
საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში რუსეთს შეხვდება.