ძიუდო. მ/ჩ. გუნდური: საქართველოს ნაკრები რუსეთთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდური შეჯიბრების მეოთხედფინალში რუსეთს შეხვდა და ანგარიშით 1:5 წააგო.

პირველი შეხვედრა მარიამ ჯანაშვილმა ვაზარით დათმო. 

მეორე შეხვედრაში ვერ იყოჩაღა ვაჟა მარგველაშვილმა, რომელმაც ბრძოლა ასევე დათმო. 

მესამე ბრძოლა ესტერ სტამმა გამართა და სამწუხაროდ იპონით დამარცხდა.

მეოთხე საჭიდაოდ ავთანდილ ჭრიკიშვილი გავიდა და მეტოქეს სამი გაფრთხილება მიაღებინა. ჭრიკიშვილმა ანგარიში 1:3 გახადა და ჩვენს ნაკრებს გამარჯვების იმედი დაუტოვა.

სამწუხაროდ მეოთხე შეხვედრაში ელენე ქებაძე დამატებით დროში პირველი "ოქროს ქულა" მეტოქეს დაუთმო. 

ბოლო შეხვედრაში გურამ თუშიშვილმა სტარტზევე იპონით წააგო. საბოლოო ჯამში ჩვენმა ნაკრებმა ანგარიშით 1:5 წააგო.

ამ წაგების შემდეგ საქართველოს რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ბრინჯაოს მოპოვების შანსი ექნება.

შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში ჩვენმა ნაკრებმა ხორვატია ქულებით დაამარცხა.

- ძიუდო. მ/ჩ. გუნდური: საქართველომ ხორვატიას მოუგო
მკითხველის კომენტარები / 6 /
თუშიმ ყველაფერი რინერთან შეხვედრაში ჩადო, ვეღარ მოასწრო ძალების აღდგენა. ერთი თვით ადრე დავწერე რომ ჭრიკიშვილი უნდა იყოს ნაკრებში, მასთან ჭიდაობისას არავინაა მსოფლიოში ფავორიტი, გარდა ღვინიაშვილისა, მაგას რომ არ მოეგო რუსებთან, მშრალად წავაგებდით რასაც ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს. მარგიანი თუ დაიკლებს 81-ში ნაკრები გაძლიერდება.ფიზმომზადება მოიკეჭლებს ძალიან.
jiji
15:21 05-09-2017
0
კანადასთანაც წააგეს
giga
15:30 03-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული