პირველი შეხვედრა მარიამ ჯანაშვილმა ვაზარით დათმო.
მეორე შეხვედრაში ვერ იყოჩაღა ვაჟა მარგველაშვილმა, რომელმაც ბრძოლა ასევე დათმო.
მესამე ბრძოლა ესტერ სტამმა გამართა და სამწუხაროდ იპონით დამარცხდა.
მეოთხე საჭიდაოდ ავთანდილ ჭრიკიშვილი გავიდა და მეტოქეს სამი გაფრთხილება მიაღებინა. ჭრიკიშვილმა ანგარიში 1:3 გახადა და ჩვენს ნაკრებს გამარჯვების იმედი დაუტოვა.
სამწუხაროდ მეოთხე შეხვედრაში ელენე ქებაძე დამატებით დროში პირველი "ოქროს ქულა" მეტოქეს დაუთმო.
ბოლო შეხვედრაში გურამ თუშიშვილმა სტარტზევე იპონით წააგო. საბოლოო ჯამში ჩვენმა ნაკრებმა ანგარიშით 1:5 წააგო.
ამ წაგების შემდეგ საქართველოს რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ბრინჯაოს მოპოვების შანსი ექნება.
შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში ჩვენმა ნაკრებმა ხორვატია ქულებით დაამარცხა.
- ძიუდო. მ/ჩ. გუნდური: საქართველომ ხორვატიას მოუგო