რინერი: არ მინდოდა, თუშიშვილისთვის გამარჯვება მომეპარა, ამიტომ...

AutoSharing Option
ძიუდოს ისტორიაში, ალბათ, საუკეთესო მოჭიდავე, ფრანგი ტედი რინერი, მსოფლიოს ჩემპიონატის ზედიზედ მეცხრედ მოგების შემდეგ გურამ თუშიშვილზე საუბრობს, რომელმაც მას ნახევარფინალში დიდი წინააღმდეგობა გაუწია.

მორიგი ტრიუმფის შემდეგ რინერმა ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა, რომლიდანაც ჩვენთვის საინტერესო მონაკვეთს გთავაზობთ.

- ნახევარფინალში ქართველმა ცხოვრება გაგირთულათ...
- ნახევარფინალური დაპირისპირებისგან დიდი სიამოვნება მივიღე. როდესაც ტატამი დავტოვე, გურამ თუშიშვილს მივულოცე. ასეთ კარგ დაპირისპირებაში მონაწილეობა დიდი ხანია არ მიმიღია. ძალიან მომეწონა. ვფიქრობ, საქართველოს სავარჯიშოდ ვეწვევი!

- რას გვეტყვით თუშიშვილის გდებაზე?
- შესანიშნავი შეტევა იყო, რომელმაც ნამდვილად გამაკვირვა. როდესაც ტატამი
დავტოვე, გამეორება ვნახე და დავრწმუნდი, რომ ვაზარი არ ყოფილა. გამიხარდა, რადგან არ მინდოდა, მისთვის გამარჯვება მომეპარა. თუშიშვილი ყოველმხრივ კარგი მებრძოლია.

ბუდაპეშტში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გურამ თუშიშვილს ტედი რინერთან ქულის აღებამდე და ფრანგი ლეგენდის 133-მატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტამდე ძალიან ცოტა დააკლდა.

- ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ახლოს მსოფლიოს სენსაციასთან [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 15 /
კარგი მოჭიდავე რომ არის ყველამ ვიცოდით, პიროვნულადაც კარგი ადამიანი ყოფილა... ყოჩაღ!!!
lasha
12:08 05-09-2017
1
ა ძმაო,დააფასა კაცის ოსტატობა და გვეწვევა სავარჯიშოდ.ადრე ადამიც გაუძალიანდა ერთი-ორჯერ,მატიაშვილმაც გაანერვიულა და უკადრებელი ილეთიც კი გამოიყენა მის წინააღმდეგ,თუ გახსოვთ...
ასეა მეგობრებო.მსოფლიოს უდიადესი ძიუდოისტი პატივს გვცემს და ანგარიშს გვიწევს.ეს ჩვენი ბიჭების დამსახურებაა.
სავარჯიშოდ კი არა,დასასვენებლადაც კი არ ჩამოყვნენ ფაჩულიას სუპერსტარი თანაგუნდელები.აბა თუ იცით, რატომ?
vaxo
12:25 05-09-2017
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული