ზაგრების გრან პრი: ამირან პაპინაშვილი 1/2-ფინალშია!

AutoSharing Option
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დღეს, 29 სექტემბერს დაწყებულ გრან პრიზე, 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში წარმატებით ასპარეზობს ამირან პაპინაშვილი, რომელიც ტურნირის 1/2-ფინალში გავიდა.

ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოსპრიზიორი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და სტარტზე იაპონელი დაი აოკი დაამარცხა, 1/4-ფინალში კი აზერბაიჯანელ მემან სადიგოვს სძლია.

ნახევარფინალში პაპინაშვილის მეტოქე თურქთა სახელით მოჭიდავე ქართველი ძიუდოისტი ბეკირ ოზლუ, იგივე ბეთქილ შუკვანი იქნება. გულშემატკივარს შეხვედრების ლაივ სთრიმით ნახვა ამ ბმულზე შეუძლია.

ზაგრების გრან პრიზე საქართველოდან სულ ორი ძიუდოისტი გამოვა. 1-ელ ოქტომბერს მედლისთვის ევროპის სამგზის ჩემპიონი,
მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი (100) იბრძოლებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჭრიკიშვილს ფული არ ქონდა და ვერ წავიდა.
0
აბა ცჰრიკისჰვილიც მიდისოოო.
judo
16:24 29-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული