ქართული ფინალი ზაგრებში: პაპინაშვილი და მშვიდობაძე ოქროსთვის იჭიდავებენ

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი ამირან პაპინაშვილი ზაგრების გრან პრის ფინალში იჭიდავებს.

60 კილომდე წონითი კატეგორიის ნახევარფინალში პაპინაშვილმა თურქეთის დროშის ქვეშ ბექირ ოზლუს სახელით მოჭიდავე ქართველი სპორტსმენი, ბეთქილ შუკვანი დაამარცხა. პაპინაშვილმა 4 წუთის ამოწურვამდე 5 წამით ადრე ვაზარით შეფასებული გდება შეასრულა.

ფინალურ დაპირისპირებაში ამირან პაპინაშვილი მეზობელი ქვეყნის (რუსეთის) სახელით მოჭიდავე კიდევ ერთ ქართველს, რობერტ მშვიდობაძეს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
???
მოდებაძე ?
17:21 29-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული