ამირან პაპინაშვილმა ზაგრების გრან პრიზე ოქროს მედალი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველმა ძიუდიოსტმა, ამირან პაპინაშვილმა, ზაგრების გრან პრი ოქროს მედლით დაასრულა.

60 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში, პაპინაშვილმა რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველი, რობერტ მშვიდობაძე იპონით დაამარცხა.

ფინალამდე პაპინაშვილმა იაპონელი დაი აოკი, აზერბაიჯანელი მეჰმან სადიგოვი და თურქეთის სახელით მოასპარეზე ქართველი, ბეთქილ შუკვანი დაამარცხა.

ზაგრების გრან პრიზე საქართველო სულ ორი ძიუდოისტითაა წარმოდგენილი. 1-ელ ოქტომბერს მედლისთვის ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი (100) იბრძოლებს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მაგალითი ხარ ყველა ქართველი სპორცმენისთვის!!! მადლობა მადლობა მადლობა!!! კაცი თავისი ხარჯებით წავიდა უმწვრთნელოდ უყველაფროთ და ჩემპიონი გახდა!!!! სამწუხაროა რომ ავთომ ვერ მოახერხა წასვლა თავისი ხარჯებით. ხოლო ბიზნესმენებს განსხვავებულით რომ სვამენ საქართველოს სადღეგრძელოს უბრალოთ მაგარი სირცხვილია 1000$ რომ ვერ გაიმეტეთ ბიჭებისთვის!!!!
































0
ბეთქილ შუკვანი - რა სახელი, რა გვარი და.... თურქეთის სახელით.... ეჰ...
ლაშა
20:44 29-09-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული