აბუ დაბის გრან პრი. ფინალში ღვინიაშვილი შერაზადაშვილს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
დღეს, 28 ოქტომბერს, ქართველი ძიუდოისტები ბექა ღვინიაშვილი (90) და ვარლამ ლიპარტელიანი (100) აბუ დაბის გრან პრიზე ასპარეზობენ.

ღვინიაშვილმა პირველ შეხვედრაში ბრაზილიელი ედუარდო ბეტონი დაამარცხა, შემდეგ კი მეოთხედფინალში ტაჯიკელ კომნორშოხ უსტოპირიონს სძლია. ნახევარფინალში რუს ალექსანდრ როსლიაკოვს შეხვდა და 1:0 დაამარცხა.

ფინალში ღვინიაშვილი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადაშვილს დაუპირისპირდება.

ლიპარტელიანმა კი პირველივე შეხვედრაში იტალიელ გუილანო ლოპორჩიოსთან დაპირისპირების შემდეგ, ტურნირს საეჭვო ვითარებაში გამოეთიშა- მიზეზი აკრძალული ილეთი გამოდგა.

ტურნირის ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ეთერს sportall.ge შემოგთავაზებთ
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგ შეხვედრაში ლიპოს შანსი მე მგონი ნული იყო,მსაჯთა კომისიაში საქართველოს ცსკო იჯდა.ბექას კი გამარჯვებას ვუსურვებ და ველი.
სოსო
16:14 28-10-2017
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული