გურამ თუშიშვილმა ტედი რინერს გაუსწრო - ძიუდოს წლის საბოლოო რეიტინგი

AutoSharing Option
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ სანკტ-პეტერბურგის მსოფლიოს მასტერსის შემდეგ წლის საბოლოო რეიტინგები გამოაქვეყნა.

ქართველებს ვაჟთა 3 წონაში მეორე ადგილი უკავიათ, ხოლო ერთ წონაში მე-3 პოზიციაზე ვართ.

60 კგ
ამირან პაპინაშვილი 3363 ქულით მე-7 ადგილზე გავიდა. 1 400 ქულით 21-ეა ლუხუმ ჩხვიმიანი.

1. ნაოჰიშა ტაკატო (იაპონია) 5050 ქულა
2. რიუჯუ ნაგაიამა (იაპონია) 4140
3. ფრანსისკო გარიგოსი (ესპანეთი) 3759

66 კგ
ვაჟა მარგველაშვილი წელიწადს მესამე ადგილზე ასრულებს. მას 4251 ქულა აქვს. ლაშა გიუნაშვილი 1228 ქულით 26-ე ადგილზეა.

1. ჰიფუმი აბე (იაპონია) 4500
2. ტალ
ფლიკერი (ისრაელი) 4382
3. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო) 4251

73 კგ
ლაშა შავდათუაშვილი 3722 ქულით მე-5 ადგილზეა.

1. სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია) 7150
2. ოდბაიარ განბაათარი (მონღოლეთი) 4988
3. რუსტავ ორუჯოვი (აზერბაიჯანი) 4968

81 კგ
ერთადერთი წონითი კატეგორია, სადაც ათეულში არ გვყავს ძიუდოისტი - ზებედა რეხვიაშვილი 2368 ქულით მე-11 ადგილზეა.

1. ხასან ხალმურზაევი (რუსეთი) 4650
2. ფრანკ დე ვიტი (ჰოლანდია) 4554
3. საეიდ მოლაეი (ირანი) 3854

90 კგ
ბექა ღვინიაშვილმა ბოლოს დიდი ნახტომი გააკეთა, 8 საფეხურით წაიწია და წელი მე-2 ადგილზე დაასრულა 4150 ქულით. უშანგი მარგიანი 2723 ქულით მე-11 ადგილზეა. მესამე ადგილზე კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადაშვილია.

1. ალეკსანდარ კუკოლი (სერბეთი) 4418
2. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო) 4150
3. ნიკოლოზ შერაზადაშვილი (ესპანეთი) 3679

100 კგ
ერთი საფეხურით წაიწია რეიტინგში ვალერი ლიპარტელიანმა. 4732 ქულით ლიპარტელიანი მეორეა.

1. მიხაელ კორელი (ჰოლანდია) 4836
2. ვალერი ლიპარტელიანი (საქართველო) 4732
3. მიკლოშ ცირენიჩი (უნგრეთი) 4279

100+ კგ
გურამ თუშიშვილმა ერთი საფეხურით წაიწია. მან მეორეზე დაასრულა სეზონი 4580 ქულით. აღსანიშნავია, რომ თუშიშვილმა რეიტინგში თვით ტედი რინერს გადაასწრო. რინერი დაუმარცხებლად ჭიდაობს, უბრალოდ, მან წლეულს ბევრი ტურნირი გამოტოვა და ამიტომაც გაუსწრო ბოლოს ქართველმა ძიუდოისტმა.

ადამ ოქრუაშვილი 1930 ქულით მე-15 ადგილზეა, ხოლო ლევან მატიაშვილი 1377 ქულით 23-ეა.

1. დავიდ მოურა (ბრაზილია) 5710
2. გურამ თუშიშვილი (საქართველო) 4580
3. ტედი რინერი (საფრანგეთი) 3550
მკითხველის კომენტარები / 6 /
ავთო ძალიან აკლიხარ ნაკრებს!მალე გამოჯამრთელდი, გელოდებით მთელი საქართველო!!!
lelo
20 დეკემბერი 2017 17:59
0
ტრამვა არა, ტრავმა!!!!!!!!!
S.K.
20 დეკემბერი 2017 12:50
0
ჩემი აზრით ჭრიკის წონის შეცვლამ და ტრამვებმა უფრო შეუშალეს ხელი, ვიდრე ქებამ, დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს!
რომანი
20 დეკემბერი 2017 12:07
0
გურამი არის ძალიან ძლიერი ფიზიკურად და ტექნიკურიც, მაგრამ 110 კილოს ვერ აცდა, რინერი არის 145 კგ. აბსოლიტურზე ვნახეთ როგორ ამოატრიალა ჰაერში გურამი, რინერისთვის და ამ წონითი კატეგორიისთვის ძალიან მსუბუქია, საჭიროა კუნთოვანი მასის ხარჯზე 8–10 კილოს მომატება, ეს აუცილებელია.
....
20 დეკემბერი 2017 11:57
2
ზებედაზეც დიდ იმედებს ვამყარებდით, მაგრამ....
დემე
20 დეკემბერი 2017 11:51
0
:))) გურამს ვენაცვალე მაგარი ბიჭია და ბევრი წარმატება წინ აქვს, ღმერთმა შეაძლებინოს თვით რინერის დამარცხება!!! მაგრამ ერთი სათქმელია, რომ 100+ ის ერთადერთი წონაა რომელშიც რეიტინგს საერთო არაფერი აქვს რეალობასთან! დაუმარცხებელი რინერი რეიტინგში პირველი იქნება, მეორე თუ მეცხრე არაფერს ნიშნავს, ეს ადამიანი არ ჭიდაობს იმდენ ტურნირს რომ ქულებით იმსჯელო, ეგაა და ეგ, ასე რომ რეალობაში გურამმა კი გადაუსწრო მაგრამ ამისგან ნუ შექმნით დიდი ამბავს! აცადეთ ამ ბიჭს გაიზარდოს და რეალობაში გახდეს დიდი ჩემპიონი! გვახსოვდეს რომ ქებათა ქებამ ჭრიკი რა დღეში ჩააგდო და დღეს ავთო რა მდგომარეობაშია.
პაატა
20 დეკემბერი 2017 10:33
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული