ქართული დელეგაცია მხოლოდ ვაჟებით იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება დანაკლისს, არ გვეყოლებიან ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (90) და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ადამ ოქრუაშვილი (+100).
10 თებერვალს 60, 66 და 73 კგ წონითი კატეგორიების შეხვედრები გაიმართება. შეხვედრები თბილისის დროით 13:00-ზე დაიწყება.
დანარჩენი წონების წარმომადგენლები 11 თებერვალს იასპარეზებენ.
საქართველოს ნაკრები
60 კგ. ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი
73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ. ნუგზარ ტატალაშვილი,
90 კგ. უშანგი მარგიანი, ბექა ღვინიაშვილი
100 კგ. ვალერი ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური
+100 კგ. გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი.