ევროპის ჩემპიონატი: მედლებისთვის თუშიშვილი და ღვინიაშვილი იბრძოლებენ

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი თელ-ავივში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 1/2-ფინალში გავიდა.

თვდაპირველად მან ისლანდიელი ტორმოდურ ჯონსონი დაამარცხა, შემდეგ კი უკრაინელი ოლეკსანდრ გორდიენკოს წინააღმდეგობა დასძლია.

1/2-ფინალში მისი მეტოქე რუსი ტამერლან ბაშაევი იქნება.

1/4-ფინალშია გასული ბექა ღვინიაშვილი, რომელიც ნახევარფინალის საგზურისთვის რუს მიხაილ იგოლნიკოვს დაეჭიდება.

სამწუხაროდ, პირველივე შეხვედრა დათმო ვარლამ ლიპარტელიანმა, რომელიც ბელარუს დანიელ მუკეტესთან დამარცხდა.

რაც შეეხება დღევანდელ დღეს გამოსულ კიდევ ერთ ქართველ ძიუდოისტ უშანგი მარგიანს, ის 1/8-ფინალამდე მივიდა, სადაც ბერძენი ტეოდოროს ცელიდისის წინააღმდეგობა ვეღარ დასძლია.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ძიუდოისტები ორი საასპარეზო დღის
შემდეგ ჯერჯერობით უმედლოდ არიან.
მკითხველის კომენტარები / 18 /
სამწვრთნელო შტაბის პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს ასეთი ფიასკოს შემდეგ??? თუშიშვილი კიდევ ვერასდროს გახდება რინერის დარი სპორცმენი სანამ თუნდაც მსაჯების უსამართლობის მერე არ გააგრძელებს ჭიდაობას, რა უბედურებაა ბრინჯაო არ მაინტერესებს მიდგომა, უამრავჯერ მოუგია ევროპა ან მსოფლიო??? არასერიოზულია ესე დანებება გაბრაზების გამო...
Jigaro
28 აპრილი 2018 20:38
0
ყველაფერი ცუდი მომზადების შედეგია
gio
28 აპრილი 2018 22:09
0
რა ერჩით ან ფედერაციას ან კიდევ ტრენერებს ვერ ჩამოაყალიბეს ბიჭებმა უცებ ტურისტული ფირმა სახელწოდებით >იმოგზაურეთ საქართველოს ბიუჯეტთან ერთად კომფორტულად მსურველები ჩაეწერეთ>
lolo
28 აპრილი 2018 20:29
3
თელ-ავივიდან ქვიშა მაინც წამოიღეთ და ფედერაციის მუზეუმში დადეთ....აბა მედლები ვერ ჩამოიტანეთ და ქვიშას მაინც მოაყრით ფედერაციას შეიძლება Gეშველოთ რამე
batu
28 აპრილი 2018 20:17
2
ადმინ,სადა ხართ?ცოცხლები ხართ?მსაჯებს ვაშა,მწვრთნელებს დიდება,გულშემატკივრებს ნიახური.თქვენ კი პოსტების გაშვება ბოლოს და ბოლოს.
სოსო
28 აპრილი 2018 20:16
0
მოკლეს ძიუდო,ისე და იმდენჯერ შეცვალეს წესები,ყურებაც არ ღირს უკვე.გაფრთხილებაზეა გადასული მთელი ძიუდო
buje
28 აპრილი 2018 20:15
0
ჩემპიონატი რომ ჩავაგდეთ,ეს ყველაზე რბილად ნათქვამია.დაგვრჩა თუშიშვილისათვის ბრინჯაოს იმედი,მაგრამ რაც მას მსაჯებმა გაუკეთეს,არ ვიცი,როგორ იჭიდავებს,ან იჭიდავებს თუ არა საერთოდ.
სოსო
28 აპრილი 2018 19:22
1
თუ შეგიძლიათ, მითარით, რამდენი კგ-ა ბექა ღვინიაშვილი? 100-ში რომ აჭიდავებდნენ, ის ხომ არნახული სისულელე იყო, მაგრამ მეჩვენება, რომ 81-ზეც ადვილად ჩამოვა და მერე რასაც იზამს, ნამდვილად გაგაოცებთ.
გელა
28 აპრილი 2018 18:40
0
სამწუხაროა რომ ევროპის ჩემპიონატზე ასეთი მოუმზადებელი ნაკრებით წარვდეგით! მგონი დროა ფედერაცია ახალმა ხალხმა ჩაიბაროს.
პაატა
28 აპრილი 2018 18:35
0
რა კომენტარი უნდა გააკეთოს ადამიანმა ამათ გამოსვლაზე? ალბათ სახეირო არაფერი ამ
gia
28 აპრილი 2018 18:28
0
რა უბედურებაა რუსები პანტაპუნტით ამარცხებენ ჩვენ მოჭიდავეებს იმედია თუშიშვილი მაინც მოუგებს რუსს რაგაც სერიოზულად შეისწავლეს რუსებმა ჩვენები ამ რაგაც კომპლექსი გაგვიჩნდა რუსების თუ რაა ვერ გავიგე.
irakli81
28 აპრილი 2018 18:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული