ევროპის ჩემპიონატი: მედლებისთვის თუშიშვილი და ღვინიაშვილი იბრძოლებენ

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი თელ-ავივში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 1/2-ფინალში გავიდა.

თვდაპირველად მან ისლანდიელი ტორმოდურ ჯონსონი დაამარცხა, შემდეგ კი უკრაინელი ოლეკსანდრ გორდიენკოს წინააღმდეგობა დასძლია.

1/2-ფინალში მისი მეტოქე რუსი ტამერლან ბაშაევი იქნება.

1/4-ფინალშია გასული ბექა ღვინიაშვილი, რომელიც ნახევარფინალის საგზურისთვის რუს მიხაილ იგოლნიკოვს დაეჭიდება.

სამწუხაროდ, პირველივე შეხვედრა დათმო ვარლამ ლიპარტელიანმა, რომელიც ბელარუს დანიელ მუკეტესთან დამარცხდა.

რაც შეეხება დღევანდელ დღეს გამოსულ კიდევ ერთ ქართველ ძიუდოისტ უშანგი მარგიანს, ის 1/8-ფინალამდე მივიდა, სადაც ბერძენი ტეოდოროს ცელიდისის წინააღმდეგობა ვეღარ დასძლია.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ძიუდოისტები ორი საასპარეზო დღის
შემდეგ ჯერჯერობით უმედლოდ არიან.
მკითხველის კომენტარები / 18 /
სამწვრთნელო შტაბის პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს ასეთი ფიასკოს შემდეგ??? თუშიშვილი კიდევ ვერასდროს გახდება რინერის დარი სპორცმენი სანამ თუნდაც მსაჯების უსამართლობის მერე არ გააგრძელებს ჭიდაობას, რა უბედურებაა ბრინჯაო არ მაინტერესებს მიდგომა, უამრავჯერ მოუგია ევროპა ან მსოფლიო??? არასერიოზულია ესე დანებება გაბრაზების გამო...
Jigaro
20:38 28-04-2018
0
რა ერჩით ან ფედერაციას ან კიდევ ტრენერებს ვერ ჩამოაყალიბეს ბიჭებმა უცებ ტურისტული ფირმა სახელწოდებით >იმოგზაურეთ საქართველოს ბიუჯეტთან ერთად კომფორტულად მსურველები ჩაეწერეთ>
lolo
20:29 28-04-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული