დავით ქევხიშვილი: არ გადავდგები და ლიპარტელიანს მოვუწოდებ, მოიქცეს ისე, როგორც კაპიტანს ეკადრება

AutoSharing Option
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"ძიუდოისტებს არ ჰქონიათ კითხვები. ისინი მოვიდნენ იმისთვის, რომ წარმოეჩინათ, თითქოს ფედერაციაში არის პრობლემები. მე ამ სამი დღის განმავლობაში რაც მოვისმინე, ეს შევაჯამე და წარვუდგინე ჩემი პასუხები ყრილობას. პირველ რიგში, ძიუდოს ოჯახის მიმართ ვარ ანგარიშვალდებული.

ძალიან კარგია, რომ სამინისტრომ გააკეთა კომისია და ვიმედოვნებ, გვექნება შესაძლებლობა, ამ ფორმატში გვქონდეს დიალოგი. ვფიქრობ, რომ საერთო ენა მაინც გამოინახება.

როცა ვესაუბრები ძიუდოისტებს, ისინი მეუბნებიან, რომ ჩემთან მოთხოვნები არა აქვთ. ისინი ასევე მეუბნებიან, რომ "გუნდია" და ამიტომ
არიან ერთად.

ვარლამ ლიპარტელიანს მინდა მივმართო, მასზე წინ მე ვიყავი გუნდის კაპიტანი და 2009 წელს, როცა გარკვეული პრობლემები იყო, მე შიდა სამზარეულო გარეთ არ გამიტანია და არც ვარჯიში შემიწყვეტია. მე მაშინ ვესაუბრე მწვრთნელს და დიალოგით მოვაგვარეთ ეს ამბავი.

როცა კაპიტანი ხარ, არ შეიძლება ასე პროვოცირებდე და ბიჭებს ამ გზაზე აყენებდე. ვარლამ ლიპარტელიანს მოვუწოდებ, მოიქცეს ისე, როგორც კაპიტანს ეკადრება!

რა თქმა უნდა, ამ პროცესების უკან დგას რაღაც ჯგუფები და მე ამას არ ვუღრმავდები. არ იქნება სწორი, რომ მე გადავდგე, რადგან მათ ასე უნდათ, რადგან მათგან მე არგუმენტებიც კი ვერ მოვისმინე. ამ ყველაფერს წყვეტს ყრილობა და მათ მოისმინეს დღეს ჩემი პოზიცია".

▶ ქევხიშვილისგან ვაჟკაცურ გადაწყვეტილებას ველოდებით - ძიუდოისტებმა ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვეს [VIDEO]
▶ ძიუდოს ფედერაციასთან დავით ქევხიშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ
მკითხველის კომენტარები / 53 /
ქევხიშვილის საყურადღებოდ- მეორე მხარეს ძიუდოს ოჯახი კი არ დგას ქართველი გულშემატკივრები ვდგევართ ბატონო ქევხიშვილო და ეს გაითვალისწინე ჯერ ამ ნათქვამში ცდები. მეორე- ყველა იცნობს ამ ბიჭებს და ყველა დარწმუნებულია რომ გაუსაძლისი მდგომარეობა რომ არ ყოფილიყო ხმასაც არავინ არ ამოიღებდა და რაც ყველაზე მთავარია ნუ გაურბიხარ დაჯექი და თუ კაცობა გაქ დაელაპარაკე და მიეცი პასუხები მათაც და ჩვენც. ის რომ ყველაფერი რიგზე არ გაქვს მანდ ფაქტია და ამას შედეგების გვანიშნებენ.
gg
10 მაისი 2018 16:16
5
ყველა წონაში პირველი ნომერი გამოდის და გეუბნება არასწორი ხარ და წადიო!!! რა არის აქ საეჭვო და გაუგებარი?! ადექი და წადი თუ კაცი ხარ
GEO
10 მაისი 2018 16:09
8
შენ ძიუდო ისე გესმის როგორც მე ბალეტი)
levani-s
10 მაისი 2018 16:30
0
მარგველაშვილი და შავდათუაშვილი იაპონიაში არიან, ღვინიაშვილი და თუშიშვილი არ მინახავს საწინააღმდეგო სიტყვით გამოსული და შენთვის პირველი ნომრები სხვები არიან თუ როგორაა საქმე?)))
gio
10 მაისი 2018 16:36
19
ყველა გამოხმაურება
ბატონო ქევხიშვილო,თქვენ ეგ ბიჭები კარგა ხანია ჩამოწერეთ{თქვენი აზრით}რაღაც მზაკვრული აზრები გაქვთ.გკითხოთ მინდა,თქვენ ხომ არ აპირებთ ჭიდაობას მომავალ მსოფლიოზე და ოლიმპიადაზე??? არ გამოგივათ!
chabuka
10 მაისი 2018 15:38
3
ყვარყვარე (ქევხიშვილი): "ოქროს სარაიას აგიშენებთ ჩემსას რომ მოვრჩები მერე"!
გამგე
10 მაისი 2018 15:37
2
არ გადადგები და ვისი აჯობებს დაინახავ!!! გამოათრიეთ ეს ღორი რა დღეშია ჯიში უნდა გაწყდეს ასეთების
ზვიადი
10 მაისი 2018 17:06
4
ხალხი და სპორცმენები სულ არ კიდიათ. ქევხიშვილის და ყაველაშვილის ყოფილა ეს ქვეყანა)
kaji
10 მაისი 2018 16:18
7
აქ საკითხი ესე დგას ერთ მხარეს დგას ქევხიშვილი, მეორე მხარეს ძიუდო გადარჩენა. მე პირადათ ვირჩევ ძიუდოს! ვისც გინდათ აირციეთ ქევხისვილი და მშვიდობით მოიხმარეთ. ოღონდ მერე ძიუდოსთან და ძიუდოისტებთან პრეტენზიები ნუ გექნებათ. ჩემპიონობა ქევხიშვილს მოთხოვეთ!
kukuri
10 მაისი 2018 15:50
5
მასე შეიძლება არც მომდევნო პრეზიდენტი მოეწონოთ და 2 თვის შემდეგ მისი გადაყენება მოითხოვონ. დეტალურად დაასაბუთონ თავიანთი ბრალდებები და დამალული არაფერი დარჩება. 10 კაცს რომ უნდოდა სხდომაზე შესვლა, 2-3 კაცი ვერ იტყოდა სათქმელს?
gio
10 მაისი 2018 16:30
12
შევარდნაძე მახსენდება, როცა ამ სუბიექტს ვუყურებ. "მტრის ჯინაზე არ გადავდგები".....))))
lev
10 მაისი 2018 16:18
6
ჰო, თუმცა ისიც გამახსენდა ვარდების რევოლუციას წინააღმდეგობა არ გაუწია და უსისხლოდ წავიდა.
ho
10 მაისი 2018 16:50
2
აქეთ ტვინიკოსი კობიაშვილი , იქით ესეთივე ქევხიშვილი , უჭკვიანესმა ყაველაშვილმაც თქვა თავისი სიტყვა და კიდევ რამდენია ესეთი ძალზედ განათლებული და ერუდირებული სპორცმენი საქართველოში ..... იმიტომაც მიგვდის ქვეყანაში საქმეები კარგად .... ამათზეა ერთი რუსული გამონათქვამი ნათქვამი """ სილა იესტ უმა ნი ნადა """
დათო რუსთავიდან
10 მაისი 2018 17:26
0
საინტერესოა როგორ უთავსებს სამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობას. ესაა უბედურება
ლი
10 მაისი 2018 17:19
0

სიახლეები პოპულარული