დავით ქევხიშვილი: არ გადავდგები და ლიპარტელიანს მოვუწოდებ, მოიქცეს ისე, როგორც კაპიტანს ეკადრება

AutoSharing Option
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"ძიუდოისტებს არ ჰქონიათ კითხვები. ისინი მოვიდნენ იმისთვის, რომ წარმოეჩინათ, თითქოს ფედერაციაში არის პრობლემები. მე ამ სამი დღის განმავლობაში რაც მოვისმინე, ეს შევაჯამე და წარვუდგინე ჩემი პასუხები ყრილობას. პირველ რიგში, ძიუდოს ოჯახის მიმართ ვარ ანგარიშვალდებული.

ძალიან კარგია, რომ სამინისტრომ გააკეთა კომისია და ვიმედოვნებ, გვექნება შესაძლებლობა, ამ ფორმატში გვქონდეს დიალოგი. ვფიქრობ, რომ საერთო ენა მაინც გამოინახება.

როცა ვესაუბრები ძიუდოისტებს, ისინი მეუბნებიან, რომ ჩემთან მოთხოვნები არა აქვთ. ისინი ასევე მეუბნებიან, რომ "გუნდია" და ამიტომ
არიან ერთად.

ვარლამ ლიპარტელიანს მინდა მივმართო, მასზე წინ მე ვიყავი გუნდის კაპიტანი და 2009 წელს, როცა გარკვეული პრობლემები იყო, მე შიდა სამზარეულო გარეთ არ გამიტანია და არც ვარჯიში შემიწყვეტია. მე მაშინ ვესაუბრე მწვრთნელს და დიალოგით მოვაგვარეთ ეს ამბავი.

როცა კაპიტანი ხარ, არ შეიძლება ასე პროვოცირებდე და ბიჭებს ამ გზაზე აყენებდე. ვარლამ ლიპარტელიანს მოვუწოდებ, მოიქცეს ისე, როგორც კაპიტანს ეკადრება!

რა თქმა უნდა, ამ პროცესების უკან დგას რაღაც ჯგუფები და მე ამას არ ვუღრმავდები. არ იქნება სწორი, რომ მე გადავდგე, რადგან მათ ასე უნდათ, რადგან მათგან მე არგუმენტებიც კი ვერ მოვისმინე. ამ ყველაფერს წყვეტს ყრილობა და მათ მოისმინეს დღეს ჩემი პოზიცია".

▶ ქევხიშვილისგან ვაჟკაცურ გადაწყვეტილებას ველოდებით - ძიუდოისტებმა ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვეს [VIDEO]
▶ ძიუდოს ფედერაციასთან დავით ქევხიშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ
მკითხველის კომენტარები / 53 /
შევარდნაძე მახსენდება, როცა ამ სუბიექტს ვუყურებ. "მტრის ჯინაზე არ გადავდგები".....))))
lev
10 მაისი 2018 16:18
6
ჰო, თუმცა ისიც გამახსენდა ვარდების რევოლუციას წინააღმდეგობა არ გაუწია და უსისხლოდ წავიდა.
ho
10 მაისი 2018 16:50
2
ხალხი და სპორცმენები სულ არ კიდიათ. ქევხიშვილის და ყაველაშვილის ყოფილა ეს ქვეყანა)
kaji
10 მაისი 2018 16:18
7
ქევხიშვილის საყურადღებოდ- მეორე მხარეს ძიუდოს ოჯახი კი არ დგას ქართველი გულშემატკივრები ვდგევართ ბატონო ქევხიშვილო და ეს გაითვალისწინე ჯერ ამ ნათქვამში ცდები. მეორე- ყველა იცნობს ამ ბიჭებს და ყველა დარწმუნებულია რომ გაუსაძლისი მდგომარეობა რომ არ ყოფილიყო ხმასაც არავინ არ ამოიღებდა და რაც ყველაზე მთავარია ნუ გაურბიხარ დაჯექი და თუ კაცობა გაქ დაელაპარაკე და მიეცი პასუხები მათაც და ჩვენც. ის რომ ყველაფერი რიგზე არ გაქვს მანდ ფაქტია და ამას შედეგების გვანიშნებენ.
gg
10 მაისი 2018 16:16
5
ყველა წონაში პირველი ნომერი გამოდის და გეუბნება არასწორი ხარ და წადიო!!! რა არის აქ საეჭვო და გაუგებარი?! ადექი და წადი თუ კაცი ხარ
GEO
10 მაისი 2018 16:09
8
მარგველაშვილი და შავდათუაშვილი იაპონიაში არიან, ღვინიაშვილი და თუშიშვილი არ მინახავს საწინააღმდეგო სიტყვით გამოსული და შენთვის პირველი ნომრები სხვები არიან თუ როგორაა საქმე?)))
gio
10 მაისი 2018 16:36
19
შენ ძიუდო ისე გესმის როგორც მე ბალეტი)
levani-s
10 მაისი 2018 16:30
0
ყველა გამოხმაურება
თუ რამე პრობლემაა ამ პრობლემის მოგვარება უნდა მოითხოვო და არა გადადგომა ვინმესი. არაა ლამაზი რაც ხდება. ამათ რა შედეგი უნდა დაედოთ ევროპაზე? ან უნდოდათ კი? შედეგი რომ ყოფილიყო ხომ ვეღარ ატეხავდნენ ამხელა ამბავს. არ არის ღირსეული საქციელი.
1
10 მაისი 2018 16:07
8
პრობლემა ქევხიშვილია და მაგ პრობლემის მოგვარებას ცდილობენ ზუსტად
გია
10 მაისი 2018 16:41
3
რა არის აქ გაუგებარი,ქევხიშვილი ინტერვიუში ლაპარაკობს რომ,2009 ში მე რომ მქონდა პრობლემაო მწვრთნელთან გადავწყვიტეო და შენც ჩემთან უნდა მოსულიყავიო და გადავწყვეტდით შენს პრობლემასო და არა საერთო ძიუდოს პრობლემას მთლიანობაშიო !!
chabuka
10 მაისი 2018 15:54
5
არც მე ვერევი. ერთი შეკითხვა კი მაქვს: ქევხიშვილი ამავე დროს გამგებელიაო?
zurab
10 მაისი 2018 15:51
1
ქევხიშვილი სამ ადგილზეა უფროსად ( ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, პაროლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და ყვარლის საკრებულოს ხემძღვანელი) საქართველოს პრეზიდენტობაღა დარჩა და იყაროს ბარემ კენჭი არჩევნებზე! საქართველოში დაილია ხალხი, რომ მაგან არ მართოს ყველგან!?
გომბორი
10 მაისი 2018 16:03
0
მოჭიდავეები გამონააკლისების გარდა, გამჭრიახობით არასოდეს არ გამოირჩეოდნენ, მაგრამ თუ ასეთ დონემდე დავიდოდნენ, მაინც ძნელად წარმოსადგრნი იყო, განსაკუთრებით კი ძიუდოისტებისაგან. ძიუდო ხომ მართლაც სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, მასში დასაქმებული განსაკუთრებულად კარგი ადამიანების ჩათვლით. ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყო.
dino
10 მაისი 2018 15:50
13
აქ საკითხი ესე დგას ერთ მხარეს დგას ქევხიშვილი, მეორე მხარეს ძიუდო გადარჩენა. მე პირადათ ვირჩევ ძიუდოს! ვისც გინდათ აირციეთ ქევხისვილი და მშვიდობით მოიხმარეთ. ოღონდ მერე ძიუდოსთან და ძიუდოისტებთან პრეტენზიები ნუ გექნებათ. ჩემპიონობა ქევხიშვილს მოთხოვეთ!
kukuri
10 მაისი 2018 15:50
5
მასე შეიძლება არც მომდევნო პრეზიდენტი მოეწონოთ და 2 თვის შემდეგ მისი გადაყენება მოითხოვონ. დეტალურად დაასაბუთონ თავიანთი ბრალდებები და დამალული არაფერი დარჩება. 10 კაცს რომ უნდოდა სხდომაზე შესვლა, 2-3 კაცი ვერ იტყოდა სათქმელს?
gio
10 მაისი 2018 16:30
12
dato - "ვეღარ გავიგე ვინ მართალია და ვინ მტყუანი". გეთანხმები, თუმცა მაინც მგონია რომ ორივე მხარე მტყუანია. ნუთუ არ შეიძლებოდა გაუგებრობის თავიდან აცილება. თუმცა ამ ქვეყანაში ყველაფერი, მათ შორის პოლიტიკიდან დაწყებული, სპორტით დამთავრებული, სრული ვარხანალიის რეჟიმშია.
gaga
10 მაისი 2018 15:45
3

სიახლეები პოპულარული