ვარლამ ლიპარტელიანი: თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამით დავკმაყოფილდით, ცდება!

AutoSharing Option
ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"თუ ვინმეს ჰგონია, რომ რომელიმე კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა და ჩვენ ამით დავკმაყოფილდებით, ეს ესე არ არის! ვერცერთ კითხვაზე ამომწურავი პასუხი ვერ მივიღეთ!

რატომ იყვნენ თავის დროზე კვალიფიცირებული მწვრთნელები გათავისუფლებულები? რამ გამოიწვია ეს უშედეგობა?

ვინ მიიღო თავის დროზე ეს გადაწყვეტილება, რომ მოსულიყვნენ ისეთი ადამიანები, ვისაც ფაქტობრივად, სამწვრთნელო გამოცდილება არ ჰქონდათ!
ვისი პასუხისმგებლობაა, როდესაც გუნდი წლების განმავლობაში უკან მიდის და შედეგი არ არის!

რატომ იყო ბევრ სპორტსმენზე უარი ნათქვამი, შეკრებაზე წასვლა იქნება თუ შეჯიბრზე?
იმის გამო, რომ თანხები არ არის საკმარისი, როდესაც ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ფული უდევს ანგარიშზე!

როდესაც ვამბობთ, რომ მასაჟისტი არ გვყავდა ევროპის ჩემპიონატზე, კონკრეტულ პასუხებს ველოდებით და არა ისეთს, როგორსაც ვისმენთ!

ვინ დგას ჩვენ უკან ვინ გვმართავს ჩვენ, კონკრეტული სახელი და გვარი ან გვარები? რატომ მოხდა ისე, რომ 2 წლის განმავლობაში მხოლოდ 9 დღე ვიყავით იაპონიაში?

რატომ არ აძლევენ ახალგაზრდა ძიუდოისტებს ჩვენთან ვარჯიშის საშუალებას?

რა მიზეზით არ მიიღეს ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ზედაზენზე მოგებული საპრიზო თანხები და თუ აიღებდნენ კუთვნილ თანხებს, რატომ უნდა წასულიყვნენ ნაკრებიდან?

ეს და სხვა უამრავი შეკითხვა, რომელიც დავსვით, ვერცერთზე პასუხი ვერ მივიღეთ!

ის, რომ ფინანსურად და ქაღალდებით ფედერაციას თითქოს სწორად აქვს გატარებული ყველაფერი, გასაგებია და ჩვენ არც გვითქვამს, რომ ვინმემ სახლში წაიღო რაიმე თანხა! აქ მხოლოდ იმაზე იყო საუბარი, რადენად მიზანმიმართულად იხარჯებოდა ის თანხები და რამდენად სწორად ხდება ბიუჯეტის თანხების განკარგვა!

როდესაც წლის დასაწყისში მხოლოდ სამი სპორტსმენი მიდის საერთაშორისო შეკრებაზე იმის გამო, რომ თანხები არ არის საკმარისი, ამაზე პასუხი სად არის? ასეთი კიდევ უამრავი შემთხვევაა და პასუხები აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის! ჩვენ ვაგრძელებთ ჯანსაღ პროტესტს და ვიბრძოლებთ სიმართლისთვის ბოლომდე!", - წერს ლიპარტელიანი.

▶ ვარლამ ლიპარტელიანი: ბოიკოტს ვაგრძელებთ და შეკითხვებზე პასუხებს ველოდებით
▶ ზურაბ ზვიადაური: მიმიფურთხებია იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ უკანონობას თავი აარიდა
მკითხველის კომენტარები / 33 /
თქვენი კომენტარებიდან რა გამოდის რომ ქევხიშვილი უნდა დარჩეს და დააქციოს ძიუდო? თან ლიპოს, ჩვენ საამაყო კაცს ეუბნებით წადი ქევხიშვილთან ,ამ უნამუსო კაცთან ერთადო.ლიპო 30 წლისაა და 2-3 წელი კიდევ შეუძლია მაღალ დონეზე ჭიდაობა.თუ მაგის წონაში კიდევ გვყავს მაგის დონის.სულით ქართველი კაცის კომენტარები არა მგონია ეს იყოს.კომისიაში ვინ იყვნენ ყაველაშვილის დონის ადამიანები რომლებიც კბილებით იცავენ ოცნების აქტივისტებს.თან ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარეც რომ ყოფილა ეს უწიგნური. ამიტომაც გვაქვს კარგად საქმე.
ეს რა ჭირი გვჭირს
17 მაისი 2018 16:44
3
ქევხიშვილს არც საბუთებში ექნება დალაგებულად საქმე,თუ კომპეტენტური სპეციალისტი ჩაიხედავს.კომისიის შექმნა არის საქმის ჩაფარცხვის ყველაზე იოლი ხერხი.იქ არავინაა კომპეტენტური არამიზნობრიობის და თანხების მითვისების აღმომჩენი,აბა შემიშვით და ბორკილდადებულს გამოგიყვანთ ქევხოს და სხვებსაც.
status quo
17 მაისი 2018 16:41
1
შენ ისე ხარ თვითონ ჩაბმული კრიმინალში და ფულების მითვისებაში,, რომ უკვე თვითონაც ისწავლე რა დროს დაგადებენ ბორკილებს. ისე ღმერთმა შეგარგოს რა "მაყუთსაც" შენ ღუნავ,,,,,,
status quo-s
17 მაისი 2018 16:53
6
არ მეგულება ისეთი ადამიანი რომელიც ქევხიშვილს ძიუდოზე წინ დააყენებს!! და ქვეყნის წარმატებაზე წინ ქევხიშვილს დააყენებენ!! გარდა ფედერაციაში მომუშავე ტროლებისა!! ჩვენ ძიუდოისტებს კი მადლობა ქვეყნის სიყვარულისა და ჩვენი ბევრჯერ გახარებისთვის!! წარმატებები!
gurami
17 მაისი 2018 23:40
2
ჟურნალისტს მინდა ვთხოვო იქნებ დამატებით გაარკვიოთ თუ როგორ ხდება ძიუოდოს ნაკრებში სპორტსმენის აყვანა? თვითონ როგორც ძიუდოს ფედერაციამ განმარტა ევროპასა და მსოფლიოზე მიყავთ ის სპორტსმენი ვინც მწრთვნელებს უნდათ და ადამიანი შეიძლება 10 გზის საქართველოს ჩემპიონი იყოს და არ წაიყვანონ არც ევროპაზე და არც მსოფლიოზე. ამისი მაგალითი უკვე გვაქვს. და კიდევ, ვფიქრობ რომ სპორტსმენი რომელიც არ იჭიდავებს ან თუნდაც ვერ იჭიდავებს საქართველოს ჩემპიონატს უნდა დადგეს მისი ნაკრებში ჩანაცვლების საკითხი.
გიორგი
17 მაისი 2018 16:59
1
ვარლამ დიდი პატივისცემის მიუხედავად ეხლა უკვე ზედმეტები მოგდით, ქევხიშვილი ანგელოზია არაა, არავინ იძახის მაგას მაგრამ თქვენ რასაც აკეთებთ ამით სახელს უფუჭებთ მთელს ქვეყანას. მე არ ვიცი შიგნით რა ხდება მაგრამ ეხლა რაც გამოჩნდა რაღაც თითიდან გამოწოვილი მიზეზიბის გამო ტეხავთ ამხელა ამბავს. მემგონი მართლა ჩაგდებული ევროპის მერე გინდათ გადაფაროთ ამ ყველაფრით და გადააბრალოთ თქვენი უნიათობა სხვაას. სად ქონდა საერთოდ თქვენს წინა თაობას პირობები მაგრამ ოლიმპიური ჩემპიონები ხდებოდნენ, კაცს თუ ვარჯიში უნდა არავინ უშლის ვარჯიშს მაგას ეხლა თქვენ რასაც აკეთებთ ერთი ადგილის ქიცინი ქვია...
toma
17 მაისი 2018 16:10
18
ამათ მოსდით კიდე ზედმეტი?.. აბა ქართული ოცნების წევრი არ იყოს ქევხიშვილი თუ ასე დაუწყებდნენ ლოლიავს..? უფრო დიდი აყროლებული ვირთხაა მანდ რომელიც ალაბთ ვიცი რაცაა და მაგიტომ მეშინია რომ ჩვენ სპორტს და ზოგადად ქვეყნის მომავალს ძაან გაუჭირდება... და არა იმიტომ რომ ვიღაცამ რუსთაველზე ,,გასულმა" იცეკვა... ვაი ვაი და კიდე უფრო ვაი ამ კომენტარების მერე...
გუგა
17 მაისი 2018 16:24
2
ვარლამ, ნუ მიწყენ და ხავსმოკიდებულის პოზიციიდან პოსტავ უკვე. დროულად რომ მორჩეთ ამ მასკარადს და საქმეს მიხედოთ, არ ჯობია? მე მგონი კი!!!! თქვე კაი დედმამიშვილებო, თქვენს მიერ შექმენიმა კომისიამ, დადო შედეგი და თქვა რომ, არაფერ სერიოზულ დარღვევას ადგილი არა აქვსო. ამას ამტკიცებს ყველა მინისტრიდან დაწყებული, პარლამენტარებითა და კომისიის წევრებით დამთავრებული. უშეცდომო კიდევ არავინაა დედამიწის ზურგზე. არც უფალი იყო უშეცდომო. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეგრევე გაიბუტოს ვინმე და წამოაყენოს მოთხოვნები. რაც მოხდა, მოხდა და რახან ვერ მოილაპარაკეთ და ვერ შეთანხმდით ყველაზე კარგ გამოსავალი იქნება, შენ და შენი დაწუნებული პრეზიდენტი წაბრძანდეთ სახლში და სხვ საქმით დაკავდეთ.
გალაქტო
17 მაისი 2018 15:17
13
ე ბიჯო ატკატების თემა როგორც ჩანს ,,ნოუჰაუ" იყოო ქევხიშვილისო რომ იტყვიან, ეგეთი კომისიის დადებული დასკვნა ...
Irakli Apkhaidze
17 მაისი 2018 16:17
0
ლიპო შენ და ჭრიკომ ხელი გაანძრიეთ და იჭიდავეთ თუ გაქვთ თავი, თუ არა და ტყუილა არავინ მოგაჯენთ თქვენ "მუქთა" მაყუთზე.
ტამუსი
17 მაისი 2018 16:57
23
ვარლამ, ხომ ხედავთ რომ კაცი არ მიდის. ყველა საკითხი გავლილი და გაიასნებულია. თქვენ კიდევ იგივე შეკითხვებს სვავთ. მოდით და ბოლო ბოლო თქვით, თუ არ გადადგება რა არის თქვენი დღის წესრიგი. გადაგაყოლოთ ქართული ძიუდო თქვენ და ქებხიშვილს თუ რაშია საქმე. კარგით რა. ჩვენც, უბრალო გულშემატკივრებსაც გვეცით ცოტა პატივი რა!!!! უკვე მოუკრეფავსაც გასცდით და გამირ მიწებსაც.
givi
17 მაისი 2018 16:44
13
ფედერაციის ტროლებს!!!! მალე ძიუდო აღარ გექნებათ. და დაჯექით და უყურეთ ცეკვავენ ვარსკვლავებს!!!! მაგის ღირსები ხართ!!! მიმიფურთხებია ეგეთი ქვეყნისთვის სადაც ფელზე თავმოყვარეობიდან დაწყებული ყველაფერი იყიდება!
levani dadeskeliani
18 მაისი 2018 15:32
0
ქევხიშვილი შენს წინააღმდეგ არის ეროვნული ნაკრები. ახალგაზრდული ნაკრები. ქალთა ნაკრები. რავქნათ ეხლა შენს სკამს გადავაყოლოთ ძიუდო? ნუ გაიწყვიტავ შუბლძე ბოლომდე ძარღვს და გადადექი. ეს არის მთელი საქართველოს აზრი. რომც გააგრძელონ ვარჯიში და დათმობაზე წავიდნენ. გულ გატეხილი სპორცმენი წარმატებას ვერ მიაღწევს.
zaza
18 მაისი 2018 11:14
0

სიახლეები პოპულარული