ძიუდოში კვლავ დაპირისპირებაა - ჭრიკიშვილი ღვინიაშვილს ბრძოლაში იწვევს და კვლავ ქევხიშვილის მმართველობაზე საუბრობს

AutoSharing Option
ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატზე საუბრობს.

ჭრიკიშვილი აღნიშნავს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წასასვლელად ნაკრებში 90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილს ადგილი უკონკურენციოდ ერგო, არადა, მან ბოლოს ზაგრების გრან პრის ტურნირი მოიგო.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: 

"მივესალმები ჩემს გულშემატკივარს და მსურს, გავაკეთო განცხადება ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე პროცესების შესახებ, რომელიც ბაქოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე 90კგ წონით კატეგორიაში ძიუდოისტთა დაყენებას შეეხება.

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მე, ავთანდილ ჭრიკიშვილმა, მონაწილეობა მივიღე ხორვატიაში გამართულ გრან პრიზე, იმ მიზნით,
რომ ჩავრთულიყავი ჯანსაღ კონკურენციაში იმ სპორტსმენებთან, რომლებიც მოიაზრებოდნენ მსოფლიოზე დასაყენებელ კანდიდატებს შორის.

ვინაიდან ევროპის ჩემპიონატზე არ გაკეთებულა არანაირი შედეგი, წესების თანახმად, ყველას თანაბარი შანსი გვეძლეოდა, დავმდგარიყავით მსოფლიო ჩემპიონატზე ტურნირებზე გაკეთებული შედეგებიდან გამომდინარე (რაც შეთანხმებული იყო ტრენერებთან).

მას შემდეგ, რაც დავიკავე პირველი ადგილი, მე, როგორც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ერთადერთ ოქროსმედალოსანს, მეკუთვნის ბაქოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა.

ამის შემდეგ შევუთვალე ჩემს კონკურენტს, ბექა ღვინიაშვილს, რომ მასაც უნდა ეჭიდავა უნგრეთში გასამართ გრან პრიზე, სადაც ასევე მონაწილეობას ღებულობდა უშანგი მარგიანი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მოქმედი პრიზიორია, თავადაც ჩაერთო კონკურენციაში და თქვა, რომ ვინც ძლიერია, ის უნდა წასულიყო მსოფლიოზე.

ბექამ კი, როგორც ხედავთ, არ იასპარეზა არც ერთ შეჯიბრზე და თავად მოიკლა შანსი იმისა, რომ მსოფლიოზე დამდგარიყო.

როგორც მოგეხსენებათ, მე და მარგიანმა, ორივემ გავაკეთეთ შედეგი და მოვიპოვეთ უფლება, ვიასპარეზოთ ჩემპიონატზე, რაზედაც მწვრთნელებმა, რომლებიც ირაკლი ცორეკიძესთან ერთად, დავით ქევხიშვილმა საჯაროდ დაითხოვა დაკავებული პოსტებიდან, განმიცხადეს, რომ ბექა ყოველგვარი კონკურენციისა და შეჯიბრის გარეშე მაინც დადგება მსოფლიო ჩემპიონატზე.

მე მათ ვუთხარი, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეკუთვნის მსოფლიოზე დაყენება გაკეთებული შედეგიდან გამომდინარე, მზად ვიყავი, ბექასთან ერთად მეასპარეზა ბელორუსიაში გასამართ ჩემპიონატზე.

მათ საპასუხოდ განმიცხადეს, რომ ბექა ვერ იჭიდავებს დაუსაბუთებელი მიზეზების გამო და ფაქტიურად, მისპობენ შანსს, გავემგზავრო მსოფლიო ჩემპიონატზე.

მე, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვაცხადებ, რომ მზად ვარ, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ შეჯიბრზე ტატამზე დავუპირისპირდე ბექა ღვინიაშვილს ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში და ობიექტურმა შემფასებლებმა გამოარკვიონ ჩვენში საუკეთესო.

მე დღეს ვიჩაგრები იმის გამო, რომ დავუპირისპირდი დავით ქევხიშვილს და მის გუნდს. მას უნდა, რომ ბიჭები არაჯანსაღი კონკურენციით, ტატამს გარეთ დაგვაპირისპიროს ერთმანეთს, რასაც არ დავუშვებთ, რადგან ჩვენ ერთი გუნდი ვართ.

დღეს ძიუდოს ფედერაცია იმართება კვლავ დავით ქევხიშვილის მიერ და ის მიკერძოებულად ცდილობს ჩემი ბედის გადაწყვეტას.

მსოფლიო ჩემპიონატზე დაყენება არ ხდება ნაჩუქრობით, არამედ კონკურენციითა და გაკეთებული შედეგებიდან გამომდინარე, რაც მე უკვე გავაკეთე.

კიდევ აღვნიშნავ, რომ მე მზად ვარ, ბექა ღვინიაშვილთან ერთად ტატამზე გავარკვიო ჩვენში საუკეთესო და ვითხოვ, გაიმართოს შიდა შეჯიბრი ოფიციალური მსაჯისა და შემფასებლების თანდასწრებით, ვინაიდან, მწვრთნელები უარს აცხადებენ მის საზღვარგარეთ ასპარეზობაზე.

ძიუდოს ისტორიაში არ არსებობს შემთხვევა, რომ გუნდი დადგეს პირადი სიმპათიების საფუძველზე. გუნდი უნდა შედგეს შედეგებიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში, ბოლო და საუკეთესო შედეგი მაქვს მე და ის შედეგები, რაც ჰქონდა ბექას, დაეხმარა მას ეასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც მან შედეგი ვერ გააკეთა.

შესაბამისად, 3-ჯერ ძლიერ ტურნირზე მას არ ეკუთვნის უკონკურენციოდ და უჭიდავებლად დაყენება.

ყველას, ვისაც ხელეწიფება ამ პროცესებში ჩართვა, ვთხოვ, დამეხმარონ ჩემი უფლებების დაცვაში. მე ვითხოვ ჭიდაობას და ჯანსაღ კონკურენციას ტატამზე", - წერს ჭრიკიშვილი.

Sportall.Ge

altზაგრების გრან პრი: ჭრიკიშვილისა და თუშიშვილის ოქროს დასასრული [VIDEO]

altავთანდილ ჭრიკიშვილის მეუღლე: დღეს, ამ გამარჯვების ფონზე, ამ არარაობების ყეფა აღარაფრად ღირს

მკითხველის კომენტარები / 63 /
რატო უნდა წავიდეს მარგიანი ან ჭრიკიშვილი მიუხედავად იმისა რომ ორივეს ვაფასებ ბევრი სიხარული მოუტანიათ ქვეყნისთვის როცა პირველი ნომრების გამოვლენა იყო ვგულისხმობ ეროვნულ ჩემპიონატს ბექამ გაიმარჯვა ეს ერთი რეიტინგშიც კონკურენტებზე მაღლა დგას და ეხლა ამათ სადღაც შედეგი დადეს არ ნიშნავს რომ პირველები არიან მითუმეტეს ამ ფედერაციის გაფარჩაკების ფონზე ეხლა ჩატარდეს რამე გამოსარკვევი შეხვედრები სულმთლად სუფდად რო ჩატარდეს ვიღაც მაინც უკმაყოფილო დარჩება არაა ავთოს მხრიდან ეხლა ბექაზე თავზე გადახტომა სწორი საქციელი გუნდის შიგნით დაძაბულობა შეაქვს დაფიქრდი მჯერა ნაჩქარევი ნაბიჯი იყო ვაჟკაცობა არა დაგეწუნება და ამბიციების მოთოკვაც ვაჟკაცობაა.
კახა
16 აგვისტო 2018 01:46
5
თუ ძმა ხარ გადაიკითხე რაც დაწერე,სანამ დაპოსტავ ის ჯობია. როგორ უნდა შეფასდეს კომენტარი, რომლის შინაარსის მიხვედრა გონების დაძაბვას ითხოვს. საკვირველი ისაა ლაიკები და დისლაიკები რომ აქვს, რა აზრი გამოიტანეს იმ ხალხმა ვინც შეაფასა გაუგებარია. სასვენ ნიშნებსაც თუ გამოიყენებ მომავალში ურიგო არ იქნება:)
emigranti
16 აგვისტო 2018 13:46
0
ამატზე სულ დამეკარგა წარმოდგენა, ეხლა ცოლი გამოვა და ის იწუწუნებს.დ.დ.
ave
15 აგვისტო 2018 18:04
16
ძალიან ცუდია აქამდე რომ მივიდა საქმე, ესე საქვეყნოდ კი არ უნდა წყდებოდეს წევრობა, მთავარი მწვრთნელი ვისაც ჩათვლის საჭიროდ და ღირსად მას უნდა იძახებდეს, რა ტაკიმასხარაობაა ეს, კეთილი ინებე და დაემორჩილე საერთო წესებს, ბოლოს და ბოლოს კაცი მე-3 ადგილზეა რეიტინგში, შენ კი 50-შიც ვერ შედიხარ ჯერ, კეთილი ინებე დააგროვე ქულები და თუ თითქმის თანაბრად იქნებით რეიტინგში მერე იყვირე ამდენი. ბექას დასამტკიცებელი არაფერი არ აქვს, ერთ-ერთი საუკეთესოა ამ წონაში, რასაც ავთოზე ჯერ ვერ ვიტყვით, ბოლო 2 წლის განმავლობაში პირველი მედალი ერთ-ერთ უსუსტეს ტურნირზე, ფაქტები და სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს
***
16 აგვისტო 2018 02:05
6
ვინც ეხლა აქ წერთ რა უნდა ჭრიკიშვილსო? მე ვფიქრობ რო ტქვენ არც ქვეყნის და არც სპორტის წარმატება არ ფადატდებთ .. რეალურად ავტომ დადო სშედეგი,ზოგადა ნაკრებში მოგცაწეობა განისასზღვრება იმ დროოინდელ შედეგებზე და არა იმაზე თუ რა იყო(ან ვინ იყო)გუშინ და კიდე ხო არ ამბობს გინდა თუ არა მე გამიშვით ჩემი სურვილია ესეთიო, ვიჭIდაოთ და ძლიერი წავიდესო და მე მაგალითად როგორ ქართველს მსურს მსოპლიოზე ძლიერი ფალავანო დადგეს ჩვენი დროშის ქვეშ . იჭიდაონ და წავიდდეს ძლიერი. წარმატება ჩვენ ნაკრებს
martali
15 აგვისტო 2018 19:36
10
მართალია ეს კაცი ამ შემთხვევაში.
dato
15 აგვისტო 2018 17:59
17
არ არის მართალი, წააგო ღვინიაშვილთან შიდა ფინალი და ამის შემდეგ მოიგო საშუალო დონის ტურნირი. ღვინიაშვილის ტურნირში ჩაბმა ვიღაცის ბაქი-ბუქობის გამო არარის სასურველი. ტრავმა რომ მიიღოს მერე ჭრიკიშვილი მოარჩენს მსოფლიომდე?
zago
15 აგვისტო 2018 19:57
5
ჭრიკიშვილი მართალია. ვინც უფრო ძლიერია ის წავიდეს.
ჯ.ჩ.
15 აგვისტო 2018 21:28
15
დ ა ბ რ უ ნ დ ი 81 -ს კილოში ...90-ზე მყარი და სტაბილური ვ ე რ იქნები. ის ტურნირი ,რაც მოიგე და გაგვახარე - არც ისე ძლიერი იყო,მხოლოდ საშუალო დინის (!) ამ წონაში ბევრი გაქვს დასამტკიცებელი, სანამ ნაკრებში პრეტენზიები გექნება.
ასე რომ იბრძოლე,ბევრჯერ გაგვახარე და ნაკრებში მერე!
glaxuna
15 აგვისტო 2018 19:26
10
ნაკრებს და მსოფლიოს იმსახურებს ეს ბიჭი მაგრამ არა ბექას ხარჯზე!!!!
lelo
15 აგვისტო 2018 19:34
3
რა დღეში არიან ხო წავიდა ქევხიშვილი? ამათ უნდა დიდი მათრახი .
samtredski
15 აგვისტო 2018 18:28
13
ბექა შენ გული არ გაიტეხო თუ რამე უსამართლობას ხედავ შენს მიმართ, შენ მთელ საქართველოს გულში უყვარხარ! ქართველო ლომო უფრო მეტათ გაფასებ შენი სიდინჯის გამო!
ბექა ღვინიაშვილ–ს
16 აგვისტო 2018 16:47
1
მე რომ ვიყო ძიუდოს მესვეური,ქევხიშვილთან ერთად ამას და ლიპარტელიანს ორივეს მოვკვეთავდი.
ამათ ყუყუნმა წაიღო გული რა...
ძიუდო
16 აგვისტო 2018 09:44
15
შენ ისე გიყვარს ძიუდო როგორც მე კოკოითი
ძიუდო–ს
16 აგვისტო 2018 11:08
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული