არა, მეგობრებო! ქევხიშვილი კი არ გადადგა, ქევხიშვილი სიმართლემ, ნაკრების ერთობამ, იმ ახალგაზრდა და იმ ქალმა ძიუდოისტებმა, მათმა თავგანწირვამ, თქვენ, ჩვენ და ყველა იმ ადამიანმა ჩამოაშორა მმართველობას, ვინც ამ ერთი თვის განმავლობაში იზიარებდა ამ ბიჭების ტკივილსა და თავდადებას.
სწორედ ქართველმა გულშემატკივარმა მისცა ამ ბიჭებს იმის ძალა, რომ პროვოკაციების, ტყვიების, ჩაგვრის, ტალახის სროლისა და სხვა ბინძური წინააღმდეგობების მიუხედავად, თავის პოზიციებზე მყარად მდგარიყვნენ და არ დაეშვათ, უსამართლობას ეზეიმა.
ტალახს სუფთა ხელებს უშვერდნენ და ნასროლ ტყვიებს შიშველი მკერდი დაახვედრეს ჩვენმა ლომებმა.
ძიუდოს ნაკრები და თქვენ - ქართველი გულშემატკივარი, ხართ თანამედროვეობის გმირები და მადლობას გიხდით, რომ დაეხმარეთ სიმართლეს გამარჯვებაში.
მეამაყება, ასეთი საქართველო!
მეამაყება, ჩემი გულშემატკივარი!
მეამაყებიან, ჩემი უძეგლო გმირები!
გილოცავთ!
(ბრძოლა გრძელდება იქამდე, ვიდრე ღირსეული არ დაიკავებს პრეზიდენტის თანამდებობას!)", - წერს გვენეტაძე.
ავთოს --კაცს(?) რომელმსცაც 2 წელი აღარაფერი გაუკეტებია იმის გამო რომ ჯერ ერთი წონა შეიცვალა და ვერ შეეგუა ახალ წონას და მერე ტრამვები მიიღო---ამხელა ენა ატლიკინა და თავისი წატრუმატებლობა სხვას გადააბრალა---რო გაგიფენენ პირველივე საერთაშორისო ტურნირზე მერე ნახავ ამ ყველლაფრის შედეგს.
იმედია ახალგაზრდა თაობა მეტი შეგნებულია ვიდრე ეს ხიხო(ები),ახალგაზრდებს კი ესენი ისე უყურებენ როგორც წიწილებს და მარტო ამათ სავარჯიშო ხორცს.