ძიუდოში კვლავ დაპირისპირებაა - ჭრიკიშვილი ღვინიაშვილს ბრძოლაში იწვევს და კვლავ ქევხიშვილის მმართველობაზე საუბრობს

AutoSharing Option
ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატზე საუბრობს.

ჭრიკიშვილი აღნიშნავს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წასასვლელად ნაკრებში 90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილს ადგილი უკონკურენციოდ ერგო, არადა, მან ბოლოს ზაგრების გრან პრის ტურნირი მოიგო.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: 

"მივესალმები ჩემს გულშემატკივარს და მსურს, გავაკეთო განცხადება ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე პროცესების შესახებ, რომელიც ბაქოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე 90კგ წონით კატეგორიაში ძიუდოისტთა დაყენებას შეეხება.

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მე, ავთანდილ ჭრიკიშვილმა, მონაწილეობა მივიღე ხორვატიაში გამართულ გრან პრიზე, იმ მიზნით,
რომ ჩავრთულიყავი ჯანსაღ კონკურენციაში იმ სპორტსმენებთან, რომლებიც მოიაზრებოდნენ მსოფლიოზე დასაყენებელ კანდიდატებს შორის.

ვინაიდან ევროპის ჩემპიონატზე არ გაკეთებულა არანაირი შედეგი, წესების თანახმად, ყველას თანაბარი შანსი გვეძლეოდა, დავმდგარიყავით მსოფლიო ჩემპიონატზე ტურნირებზე გაკეთებული შედეგებიდან გამომდინარე (რაც შეთანხმებული იყო ტრენერებთან).

მას შემდეგ, რაც დავიკავე პირველი ადგილი, მე, როგორც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ერთადერთ ოქროსმედალოსანს, მეკუთვნის ბაქოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა.

ამის შემდეგ შევუთვალე ჩემს კონკურენტს, ბექა ღვინიაშვილს, რომ მასაც უნდა ეჭიდავა უნგრეთში გასამართ გრან პრიზე, სადაც ასევე მონაწილეობას ღებულობდა უშანგი მარგიანი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მოქმედი პრიზიორია, თავადაც ჩაერთო კონკურენციაში და თქვა, რომ ვინც ძლიერია, ის უნდა წასულიყო მსოფლიოზე.

ბექამ კი, როგორც ხედავთ, არ იასპარეზა არც ერთ შეჯიბრზე და თავად მოიკლა შანსი იმისა, რომ მსოფლიოზე დამდგარიყო.

როგორც მოგეხსენებათ, მე და მარგიანმა, ორივემ გავაკეთეთ შედეგი და მოვიპოვეთ უფლება, ვიასპარეზოთ ჩემპიონატზე, რაზედაც მწვრთნელებმა, რომლებიც ირაკლი ცორეკიძესთან ერთად, დავით ქევხიშვილმა საჯაროდ დაითხოვა დაკავებული პოსტებიდან, განმიცხადეს, რომ ბექა ყოველგვარი კონკურენციისა და შეჯიბრის გარეშე მაინც დადგება მსოფლიო ჩემპიონატზე.

მე მათ ვუთხარი, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეკუთვნის მსოფლიოზე დაყენება გაკეთებული შედეგიდან გამომდინარე, მზად ვიყავი, ბექასთან ერთად მეასპარეზა ბელორუსიაში გასამართ ჩემპიონატზე.

მათ საპასუხოდ განმიცხადეს, რომ ბექა ვერ იჭიდავებს დაუსაბუთებელი მიზეზების გამო და ფაქტიურად, მისპობენ შანსს, გავემგზავრო მსოფლიო ჩემპიონატზე.

მე, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვაცხადებ, რომ მზად ვარ, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ შეჯიბრზე ტატამზე დავუპირისპირდე ბექა ღვინიაშვილს ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში და ობიექტურმა შემფასებლებმა გამოარკვიონ ჩვენში საუკეთესო.

მე დღეს ვიჩაგრები იმის გამო, რომ დავუპირისპირდი დავით ქევხიშვილს და მის გუნდს. მას უნდა, რომ ბიჭები არაჯანსაღი კონკურენციით, ტატამს გარეთ დაგვაპირისპიროს ერთმანეთს, რასაც არ დავუშვებთ, რადგან ჩვენ ერთი გუნდი ვართ.

დღეს ძიუდოს ფედერაცია იმართება კვლავ დავით ქევხიშვილის მიერ და ის მიკერძოებულად ცდილობს ჩემი ბედის გადაწყვეტას.

მსოფლიო ჩემპიონატზე დაყენება არ ხდება ნაჩუქრობით, არამედ კონკურენციითა და გაკეთებული შედეგებიდან გამომდინარე, რაც მე უკვე გავაკეთე.

კიდევ აღვნიშნავ, რომ მე მზად ვარ, ბექა ღვინიაშვილთან ერთად ტატამზე გავარკვიო ჩვენში საუკეთესო და ვითხოვ, გაიმართოს შიდა შეჯიბრი ოფიციალური მსაჯისა და შემფასებლების თანდასწრებით, ვინაიდან, მწვრთნელები უარს აცხადებენ მის საზღვარგარეთ ასპარეზობაზე.

ძიუდოს ისტორიაში არ არსებობს შემთხვევა, რომ გუნდი დადგეს პირადი სიმპათიების საფუძველზე. გუნდი უნდა შედგეს შედეგებიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში, ბოლო და საუკეთესო შედეგი მაქვს მე და ის შედეგები, რაც ჰქონდა ბექას, დაეხმარა მას ეასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც მან შედეგი ვერ გააკეთა.

შესაბამისად, 3-ჯერ ძლიერ ტურნირზე მას არ ეკუთვნის უკონკურენციოდ და უჭიდავებლად დაყენება.

ყველას, ვისაც ხელეწიფება ამ პროცესებში ჩართვა, ვთხოვ, დამეხმარონ ჩემი უფლებების დაცვაში. მე ვითხოვ ჭიდაობას და ჯანსაღ კონკურენციას ტატამზე", - წერს ჭრიკიშვილი.

Sportall.Ge

altზაგრების გრან პრი: ჭრიკიშვილისა და თუშიშვილის ოქროს დასასრული [VIDEO]

altავთანდილ ჭრიკიშვილის მეუღლე: დღეს, ამ გამარჯვების ფონზე, ამ არარაობების ყეფა აღარაფრად ღირს

მკითხველის კომენტარები / 63 /
ბექას. ღვინიაშვილი რაც დიდებში გადმოვიდა რა შედეგი დადო, არაფერი გარდა ტურნირების მოგებისა, ოფიციალურ შეჯიბრზე სამეულს ვერც უახლოვდება, კარგი ბიჭია, მისი გულშემატკივარი ვარ მჯერა რაც დიდმა იამასისომ უთხრა ოლიმპიადას მოიგებო, მოიგებს მარა ამ ეტაპზე ვერ აჩვენებს საჩემპიონო დონეს, სულ შებოჭილია, მოხრილი, დაცვაზე. უნდა გაიხსნას და ილეთების კეთება დაიწყოს, მარტო მოგვერდი ვერ უშველის.ვფიქრობ შიშით ჭიდაობს, არ უნდა რომ წააგოს და ამასობაში ეპარება მეტოქის გდებები, მერე ბრაზდება მარა უკვე გვიანია.წაიყვანეთ ბექა და ავთო, 90 კგ. გააორეთ.
ჯ ი ჯ ი
16 აგვისტო 2018 17:14
6
როდესაც ღვინიაშვილი, მგონი 16 წლის ასაკში, თბილისის ტურნირზე აჭიდავეს, ჭრიკიშვილს შეხვდა წიკლაურის მერე. ღვინიაშვილს თითი ქონდა ნატკენი, რაც კარგად Iცოდა ჭრიკიშვილმა და სწორედ ის თითი დაუჭირა.... ეხლაც დევს ინეტში, მაშინ ატირებული ღვინიაშვილის კადრები
Kosta
16 აგვისტო 2018 13:11
1
მეორე სეზონიც დაწყებულა.
g.g.
16 აგვისტო 2018 11:46
1
ხომ ვამბობდი, მომიტინგეების მიერ არის ორგანიზებული მეთქი... ლელო- ზე გაეცანით ინტერვიუს ბოდაველთან
Kosta
17 აგვისტო 2018 12:49
2
ერთი მსოფლიოზე გაუშვით მეორე ჩინეთის მასტერსზე და ყველაფერი დამშვიდდება! დღეს სიმშვიდე აუცილებელია, თქვენს უკან საქართველოს სახელი დგას!
gulshematkivari
16 აგვისტო 2018 11:06
2
რამდენი უმადური და უსისხლო უსინდისო და უტვინო(!) ბნელი ღორჯო “ღრუზინი” პრიმიტივია საქართველოში, აი ვის უნდა სახრე და თანაც ძალიან მალე!!! ჭრიკოს არ იმსახურებთ თქვენ, რაც მას აქამდე გაუკეთებია და გაუბლატავებიხართ როგორც ქართველი არაფერს არ იმსახურებთ თქვენ და საერთოდ არავის და არაფერს. ისე შეილება სულაც ერთი კაცი წერდეს მაგ დეგენერატულ კომენტარებს მაგრამ მაინც ბევრნი და ზედმეტი ხართ საქართველოსთვის.
Givi
16 აგვისტო 2018 07:42
21
ეტყობა მთლად დალაგებულად ვერ ხარ გივი; ძიუდოისტი ჭრიკიშვილის საწინააღმდეგო არავის აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ მთლად კარგად ვერ იქცევა - რატომ ბექას აწვება და ორივეს /მარგიანი/ არა? ბექა მესამეა რეიტინგში, თვითონ 50-ეც არა; ამაზე რატომ არაფერს ამბობს, ეს რეიტინგი ხომ ერთი ტურნირით არ მოსულა და თუ მნიშვნელობა არა აქვს, ტყუილა აკეთებენ? ან შენ რითი გვაშინებ, რაზე მიგვანიშნებ ჭრიკიშვილიც არაბეთში წავა? აზრზე მოდი შენისთანა ურა პატრიოტები აფუჭებენ ყველგან საქმეს და ალალ ბიჭებს თავგზას ურევენ
სუმიო ენდო
17 აგვისტო 2018 05:24
0
რას ქვია ვიღაცამ თავისი პირადი შეხედულებებით და სიმპატიის მიხედვით დააყენოს ვინმე მსოფლიოზე, იქ თითოეული საქართველოს სახეა და ქვეანას წარმოადგენენ. ბექა ძლიერი ბიჭია, მაგრამ არასტაბილური, დიხანია არ ყოფნის, იღლება და პასიურობს, ჭრიკიშვილი კი პირიქით ბოლომდე ბრძოლობს, იღლება თუ არა, არ იტყობს უტევს და ნაღდ სტილ ჭიდაობს. ნებისმიერ მეტოქეს ეშინია მისი, თავად იაპონელებსაც კი. ჩემი აზრით როგორც ვეტერანი მოჭიდავე მსოფლიოზე უნდა წავიდეს ჭრიკიშვილი და ღვინიაშვილი. მარგიანმა კი აჩვენა შედეგი წინა მსოფლიოზე მარა მის შემდეგ?ან პრიკიტკები ჩატარდეს მარგიანსა და ღვინიაშვილს შორის. ჭრიკიშვილის ერთი ვაშკაცური ჭიდაობა სულ ჯობია მაგათ მთელ ასპარეზობას.(არცერთს არ ვიცნობ პირადად).
ჯ ი ჯ ი
16 აგვისტო 2018 12:29
11
მწვრთნელები სწორედ ქევხიშვილმა შეცვალა და თავისი ძმაკაცები დანიშნა.სწორედ ისე მოიქცა როგორც დღეს ყველგან ხდება ქვეყანაში და ყველაზე წარმატებულ ძიუდოში ევროპაზე მაჩანჩალებივით გამოვედით.ქევხიშვილმა ძიუდო თავის ბიზნესად გადააქცია და კიდევ იცავთ.მაგრამ ბანანის აზროვნება არ იცვლება.
ამაშია საქმე
02 სექტემბერი 2018 13:42
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული