დღეს ბრატისლავაში დიდი ამბებია - ვინ იქნება საუკეთესო ღვინიაშვილი თუ ჭრიკიშვილი?

AutoSharing Option
დღეს, 2 სექტემბერს პაატა ღვინიაშვილი, ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი (- 90) სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში იჭიდავებენ ძიუდოისტთა "ევროპის ღია თასზე".

მოგეხსენებათ, ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი ამ წონაში მსოფლიოს ჩემპიონატზე წასასვლელად ერთმანეთის კონკურენტად განიხილება და დიდი ალბათობით დღეს მათ დაპირისპირებაში გადაწყდება მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელის ვინაობა.

მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა განაცხადში ამ დროისთვის უშანგი მარგიანი და გიორგი პაპუნაშვილი არიან დარეგისტრირებულები. გიორგი პაპუნაშვილს კი დიდი ალბათობით ერთ-ერთი შეცვლის. ხოლო უშანგი მარგიანს პლანეტის შარშანდელ პირველობაზე მოპოვებული ბრინჯაოს გამო განაღდებული აქვს ეს უფლება.

თუ ქართველები
საწყის ეტაპებზე დაუმარცხებლად იასპარეზებენ ნახევარხედფინალში პაატა ღვინიაშვილისა და ბექა ღვინიაშვილის წყვილი დაუპირისპირდება ერთმანეთს, ხოლო ფინალში შედგება მათ შორის გამარჯვებულის ავთანდილ ჭრიკიშვილთან დაპირისპირება.


altბრატისლავა. ევროპის თასი. [LIVE]




altსაქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია



მკითხველის კომენტარები / 9 /
გაიმარჯვა კიდეც:):)
kosta
02 სექტემბერი 2018 17:44
0
ცალსახად ორივე მშვენიერი მოჭიდავეა, მაგრამ სპორტული სიმარჯვის გარდა, ადამიანური მორალიც არ უნდა დაივიწყონ... ორიდან ერთი გავიდა გარკვეული საზღვრებიდან, როდესაც თითქმის მთელი ,,სანათესაო" ჩართო კონკურენტის წინააღმდეგ მასმედიაში..... მეორეს კი არასდროს ხმა არ ამოუღია მიუხედავად ბევრი რამისა.... მივიდნენ აქამდე?! გაიმარჯვოს უძლიერესმა...
kosta
02 სექტემბერი 2018 16:53
1
Orive saxelovani mochidavea. Dzlieri teqnikuri cudia ert erti rom ar cava msoflioze. Vinc karg formashi iqneba is unda cavides
Emigranti
02 სექტემბერი 2018 14:56
0
ერთი გაბოროტებული და გამოკლავიატურებული ჯონდოთი ნუ დაუსვამ ქვეყანას დიაგნოზს.
ილიას
02 სექტემბერი 2018 14:41
0
ორივე ძლიერი ძიუდოისტია ნამდვილად,ორი აზრი არ არის. ავთო ძალიან მაგარი და ტიტულოვანია ,მაგრამ გავითვალისწინოთ რომ 81 კგ წონაში და არა 90 ში. ბექაც ცოდოა ნამდვილად, დაიჩაგრა ჯერ იყო და ლიპარტელიანი იყო 90 ში და მოუწია 100 ში გამოსვლა, ეხლა ავთო ავიდა 81 დან 90 ში და რა ქნას ამ ბიჭმა. ასე რომ რთული სიტუაცია. მაგრამ ამ ეტაპზე ალბათ ბექა ცოტათი მეტად იმსახურებს.ეს ჩემი მოკრძალებული პოზიციაა, თუმცა ორივეს დიდ პატივს ვცემ.
joko
02 სექტემბერი 2018 14:40
0
ორივე ძალიან კარგი ძიუდოისტები არიან, ავთოს მეტი ტიტული აქვს, ვინ გაიმარჯვებს ეს იქნება ცნობილი შეხვედრის მერე, მე რომ მკითხოთ უბრალოდ ირი ძლიერი სპორტსმენის შერკინებაა და მეტი არაფერი, ოღონდ ეგაა, რომ ქართლელები აძლევენ ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას რადგან აქ აღმოსავლეთ საქართველოში გიჟდებიან ჭიდაობაზე, ცოტა დამშვიდდით ეს არის სპორტი და მეტი არაფერი, აი ოლიმპიადაზე გამარჯვებაა მთავარი როდესაც ფინალში იაპონელის წინააღმდეგ გამოდიხარ და არა ეს ჩვეულებრივი რიგითი შერკინება.
ხვიჩა
02 სექტემბერი 2018 13:32
1
მიდი დაჭამეთ ერთმანეთი კომენტარებში, ქართველები არ ხართ? )) სირცხვილი. აი ჯონდომ დაიწყო :) ვინაა ჯონდო ძალათ სპორტსმენი? 3 ჯერ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი? :) ორგზის ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენი? ამ ქვეყანაში შეგნება არასდროს გაიზრდება
ილია
02 სექტემბერი 2018 12:38
5
და ბოლოს როდის მოიგო რამე? ვარჯიშის ნაცვლად ენის ტარტალს ქვია ძალათ სპორტსმენობა.
ჯონდო
02 სექტემბერი 2018 13:03
3
მიდი ბექა დაანახე ამ ძალათ სპორტსმენს
ჯონდო
02 სექტემბერი 2018 12:11
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული