ამირან პაპინაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 სექტემბერს, ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტმა ამირან პაპინაშვილმა (60) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვს ვაზარით მოუგო.

შეგახსენებთ, რომ პაპინაშვილმა ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძესთან წააგო. შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო დამატებით დროში ოქროს ქულა მშვიდობაძემ მოიპოვა და ფინალში გავიდა.

პაპინაშვილმა მეოთხედფინალში ბრაზილიელ ერიკ ტაკაბტაკეს ვაზარით სძლია. ქართველმა ძიუდოისტმა მერვედფინალში ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონატის შარშადელი ფინალისტი, აზერბაიჯანელი ორხან საფაროვი 20 წამში იპონით დაამარცხა და მეტოქე სახტად დატოვა.

altპაპინაშვილმა აზერბაიჯანელი

მეტოქე 20 წამში დაამარცხა და გაოგნებული დატოვა [VIDEO]

აღსანიშნავია, რომ აქამდე პაპინაშვილს საფაროვთან უარყოფითი ბალანსი 1:2-ზე ჰქონდა, თუმცა ახლა უკვე თანაბრად არიან.

პირველ შეხვედრაში კი პაპინაშვილმა მალავის წარმომადგენელი ემანუელ ნდავუ ასევე იპონით დაამარცხა, ხოლო შემდეგ ბულგარელ იანისლავ გერჩევს იპონით სძლია.

რაც შეეხება მეორე ქართველ ძიუდოისტს, ლუხუმ ჩხვიმიანმა მსოფლიოს რეიტინგის ლიდერ იაპონელ რიუჯუ ნაგაიამასთან სამი გაფრთხილებით წააგო.

აქამდე ჩხვიმიანმა მეორე წრეში ბულგარელი ვალენტინ ალიპიევი იპონით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თითო დღეს თითო წონითი კატეგორიის შეხვედრები იმართება. დღეს ვაჟებში მხოლოდ 60 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გამოვლენ, ხოლო ქალებში - 48 კგ წონითი კატეგორიის. სამწუხაროდ, საქართველოს ქალებში წარმომადგენელი არ ჰყავს და შესაბამისად, 27 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ვერც გუნდურ პირველობაში გამოვა.

21 სექტემბერს ვაჟა მარგველაშვილი (66) გამოვა. შეხვედრები 10:00 საათიდან დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი - 16:00 საათიდან. ტურნირის ტრანსლაციის ხილვა "SILK უნივერსალზე" შეგიძლიათ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ფინალში ტაკატომ ვაზარი აუღო მშვიდობაძეს და შემდეგაც ერთი წამი არ შეუჩერებია შეტევა,ამირანმა კი შენარჩუნებაზე იჭიდავა და ვერ შეინარჩუნა.ძალიან ადრე მიიღო მეორე გაფრთხილება და ჩავარდნის უფლება აღარ ჰქონდა.ეს მხოლოდ ამირანის კი არა,ჩვენი საერთო სენია,გავალთ წინ და გადავდივართ შენარჩუნებაზე.დამატებით დროში ამირანი კი არ დაიღალა,ფსიქოლოგიურად ვეღარ გამოვიდა დაკარგული გამარჯვების განცდიდან და საბრძოლოდ ვეღარ მოასწრო განწყობა.
ასეა თუ ისე,ვულოცავ ამირანს ბრინჯაოს მედალს,არც ეს არის ცუდი მსოფლიოს ჩემპიონატზე.ოლიმპიადაზე გამოგესწორებინოს ეს შეცდომები ამირან.ერთხელ შენც ხომ უნდა გაისროლო და ოლიმპიადაზე გაისროლე.
სოსო
21 სექტემბერი 2018 10:17
0
ხალხო, პაპინაშვილმა წააგო. მეწყინა რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემპიონი ვინ გახდა არ უნდა დაწეროთ?!
aburjga
20 სექტემბერი 2018 21:21
2
gilocav brinjaos kargia tumca am bolos dagvachvies sportsmenebma mini infaqtebs(jer kalatburti..exla aq 1 wami)
soso
20 სექტემბერი 2018 19:34
1
აი ძალიან გულდასაწყვეტი წაგება იყო მშვიდობაძესთან...სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსახატავად რასაც ვგრძნობ! მერამდენედ შეიძლება კაცმა ამდენი შრომა ჩაყაროს წყალში?! მთელი ტურნირი მაგრად იჭიდავა, მშვიდობაძესთანაც ყველაფერი სწორად გააკეთა, მაგრამ რასაც ქვია მოგება აჩუქა:( წარმატებები ამირან, მომავალში უფრო მეტი მობილიზება, მართლა აღარ ვიცი ამ ბიჭს ჭიდაობაში სხვა რაღა ვუსურვო:)))
პაატა
20 სექტემბერი 2018 19:31
0
რა დასანანი მარცხი იყო ნახევარფინალში 2 წამი რომ გაეძლო ფინალში იყო.დამატებითში ძალა აღარ ეყო სამწუხაროდ.ვულოცავ ბრინჯაოს მედალს
დდდ
20 სექტემბერი 2018 19:25
0
ულოცავ ამიტანს ბრინჯაოს მოგებას, მსოფლიოზე ბრინჯაო არაა ცუდი შედეგი, ისე ნახევარფინალი რა ცუდად წააგო წამი იყო დარჩენილი ალბათ. რას ვიზავთ ძიუდოში წამში შეიძლება დაკარგო მთელი წლის ნაწვალები
ზიზუ
20 სექტემბერი 2018 18:50
0
ეტნიკურ რუსტტან რომ წაეგო ეს არ მეწყინებოდა.
koko
20 სექტემბერი 2018 18:17
0
ეს კაცი არის "ბრინჯაო" კაცი ხალხო:))) ამის იქით მე ამ კაცის მოგებული არ მახსოვს (თუმცა ვულოცავ რაც მოიგო). ნახევარფინალში როგორც წააგო იმას შეძლება ხო უნდა.... რავიცი რო იკითხო გამოცდილები არიან მაგრამ სად მიაქვთ ეს გამოცდილება ვერ ვხვდები...
levo
20 სექტემბერი 2018 18:06
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული