ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 სექტემბერს ვარლამ ლიპარტელიანი ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

ლიპარტელიანი მეოთხედფინალში ეგვიპტელ რამადან დარვიშს შეხვდა და დამაჯერებლად მოუგო.

ქართველის მომდევნო მეტოქე მონღოლი ოგტონბაატარ ლხაგვასურენი იქნება. ფინალური ბლოკი 16:00 საათიდან დაიწყება. პირდაპირი ტრანსლაციის ნახვა SILK უნივერსალზე შეგიძლიათ.

აქამდე ლიპარტელიანი მერვედფინალში ტურნირის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვს შეხვდა. შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, თუმცა დამატებით დროში ოქროს ქულა ლიპარტელიანმა იპონით მოიპოვა.

altვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა! [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ ქართველი სპორტსმენი პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში ფრანგ

ალექსანდრე იდირს შეხვდა და ვაზარით დაამარცხა.



altვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოიგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 20 /
მონღოლს უეჭველად გავივლით! საჩემპიონო ფონალში რუსი ჯობია, თუ /ღმერთმა ნუ ქნას და /ვაგებთ, კორეელი
მერაბი გ.
25 სექტემბერი 2018 12:51
2
ხალხო,ქართველებო,რატომ არ გინდათ სიმართლეს თვალებში,რომ ჩახედოთ?ლიპარტელიანი,ჭრიკიშვილი და სხვები საქმეებს კი არ არჩევდნენ და "პრავებს"კი არ აკაჩავებდნენ,არამედ ისინი ჩვენზე ათასჯერ მეტად ხვდებიან თუ რა ხდება დღეს ძიუდოში,ისინი ძიუდოს ოჯახის წევრები არიან,ამიტომ მათ ყველაფერი იციან და ყველაფერს ხვდებიან,ჩვენ შორიდან ვუყურებთ ყველაფერს და ღრმად საქმის ყურში არ ვართ,ესენი ვაშკაცები და გმირები არიან,ეს ხალხი ძიუდოს მომავალზე ფიქრობს და ჩვენ მათ მადლობა უნდა ვუთხრათ,ფედერაცია (დღევანდელი),არ ზრუნავს ძიუდოს განვითარებაზე და მის მომავალზე,ისინი მხოლოდ ფულის კეთებაზე არიან გადასული,მიხვდით ამას,გაიგეთ ეს ყველაფერი და დავაფასოთ ჩვენი პატრიოტი ბიჭები,რომლებიც დღეს და ხვალ ყველაფერს გააკეთებენ ძიუდოსთვის და ჩვენი ქვეყნისთვის.
roma
25 სექტემბერი 2018 15:35
0
ლიპო ნახევარფინალშია!!! ტრადიციული ვერცხლის კონტურები გამოიკვეთა
დათო30
25 სექტემბერი 2018 12:53
12
ლიპო ლომო ხარ და უნდა დადი ოქრო!!!!ვერცხლი არ მიიგება!!!!!
gurami
25 სექტემბერი 2018 13:31
2
წარმატებები ლიპოს(მიტინგას) :))
შოთა
25 სექტემბერი 2018 15:34
0
ლიპო გენაცვალე!...წარმატებები!....
არტაგი
25 სექტემბერი 2018 15:30
0

სიახლეები პოპულარული