ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისი რეკორდი გაიმეორა!

AutoSharing Option
26 სექტემბერს 23 წლის გურამ თუშიშვილი (+100) ბაქოში მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს სძლია. მანამდე დაამარცხა რუმინელი დანიელ ნატეა, უკრაინელი იაკივ ხამო, ჰოლანდიელი როი მეიერი და მონღოლი ოტგონბაატარ ლხაგვასურენი. აღსანიშნავია, რომ დარბაზში ფინალურ ბლოკს ესწრებდნენ მონღოლეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები, მაგრამ გურამმა ორივე ქვეყნის წარმომადგენლის დამარცხება შეძლო.

გურამ თუშიშვილისთვის ეს მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოპოვებული პირველი მედალია. აქამდე მას, 2017 წელს ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალი ჰქონდა მოპოვებული.

ქართული ძიუდოს ისტორიაში გურამ თუშიშვილი გახდა მეექვსე ძიუდოისტი, რომელიც
მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ფლობს:

  • თემურ ხუბულური - 1979, 1981
  • ამირან ტოტიკაშვილი - 1989
  • კობა კურტანიძე - 1989
  • ირაკლი ცირეკიძე - 2007
  • ავთანდილ ჭრიკიშვილი - 2014
  • გურამ თუშიშვილი - 2018

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია (ასეთივე შედეგი საქართველოს ნაკრებს მხოლოდ 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰქონდა). ვერცხლის მედალი 100 კილოგრამში ვარლამ ლიპარტელიანმა მოიპოვა, ბრინჯაოს მედალი 60 კილოგრამში - ამირან პაპინაშვილმა.

ქართველი ძიუდოისტების მიერ მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოპოვებული მედლები დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ:

  • 1991 - 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
  • 1993 - 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო
  • 1995 - 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
  • 1997 - 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
  • 1999 - 2 ბრინჯაო
  • 2001 - 1 ვერცხლი
  • 2003 - 1 ვერცხლი
  • 2005 - 1 ბრინჯაო
  • 2007 - 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
  • 2011 - 1 ბრინჯაო
  • 2013 - 2 ვერცხლი
  • 2014 - 1 ოქრო, 2 ბრინჯაო
  • 2015 - 2 ბრინჯაო
  • 2017 - 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო
  • 2018 - 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო

altგურამ თუშიშვილი: მარტო ერთმა კი არა, არამედ სამმა და ოთხმა უნდა მოვიპოვოთ ოქროს მედლები

altპირველად კარიერაში - გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა! [VIDEO]

altბოლო 5 წელი - რა შედეგი ჰქონდა საქართველოს ნაკრებს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატებზე?

მომზადებულია gjf.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
დადეთ გურამის ყველა ბრძოლის ვიდეო!
aburjga
09:10 27-09-2018
0
ლაშა გუჯეჯიანმა
ლევანი
08:05 27-09-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული