ფოტო: ijf.org
ბაქოში მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ძიუდოისტთა რეიტინგიც განახლდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქტივში მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 მედალია - 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ახალი ჩემპიონი გურამ თუშიშვილია, ვარლამ ლიპარტელიანმა (100) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ამირან პაპინაშვილი (60) ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
ტურნირზე სარეიტინგო ქულები მედალოსნებისთვის შემდეგნაირი იყო:
- ოქრო - 2000 ქულა
- ვერცხლი - 1400
- ბრინჯაო - 1000
სასიხარულო ამბავია, რომ საერთო რეიტინგს კვლავ გურამ თუშიშვილი ლიდერობს, რომელსაც ამ დროისთვის 7202 ქულა აქვს.
ვარლამ ლიპარტელიანიც
რაც შეეხება ვაჟთა რეიტინგს, აქ პირველი, რა თქმა უნდა, თუშიშვილია, ხოლო ლიპარტელიანი მე-4 პოზიციაზეა. ათეულში მეტი ქართველი არაა.
ახლა კი გადავიდეთ წონებზე.
60 კგ
მართალია, ამირან პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და 1000 სარეიტინგო ქულაც აიღო, თუმცა რეიტინგში მაინც დაქვეითდა. ამჟამად მან 4378 ქულით მესამე ადგილიდან მეოთხეზე გადაინაცვლა. პაპინაშვილს და რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძეს იაპონელმა ნაოშისა ტაკატომ გადაუსწრო, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო და 2000 სარეიტინგო ქულა მიიღო. პირველ ადგილს კი იაპონელი რუიჯი ნაგაიამა 5970 ქულით იკავებს, რომელმაც მსოფლიოზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს პირველობაზე მედლის მოპოვება ვერ შეძლო ლუხუმ ჩხვიმიანმა, ის 2647 ქულით ერთი პოზიციით დაწინაურდა და ამჟამად მე-12 ადგილზეა.
ჯაბა პაპინაშვილი (65)
66 კგ
ვაჟა მარგველაშვილი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე წრეში გერმანელ სებასტიან სეიდლთან დამარცხდა, ერთ პოზიციით დაქვეითდა და ამჟამად 3866 ქულით მეოთხეა. ბაგრატ ნინიაშვილი (34), ლაშა გიუნაშვილი (50)
73 კგ
ლაშა შავდათუაშვილის პოზიცია არ შეცვლილა, ის 4107 ქულით მე-5 ადგილზეა. შავდათუაშვილი ბაქოში რეპეშაჟის ნახევარფინალში მონღოლ ცენდ-ოშირთან იპონით დამარცხდა.ფრიდონ გიგანი (70), ტატო გრიგალაშვილი (78)
81 კგ
ზებედა რეხვიაშვილი 2 ადგილით დაქვეითდა და 2340 ქულით მე-14 პოზიციაზე იმყოფება. რეხვიაშვილი ბაქოში პირველივე შეხვედრაში პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი გეგუტიძესთან დამარცხდა. ანრი გეგუტიძე მე-12 ადგილზეა.თამაზ კირაკოზაშვილი (35), ნუგზარ ტატალაშვილი (45)
90 კგ
ამ წონაში დიდი ამბები იყო. ბაქოში წამსვლელთა შორის სამი კანდიდატი იყო: უშანგი მარგიანი, ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი. მარგიანმა წინა მსოფლიოზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და სხვა ორ ძიუდოისტთან შედარებით გარანტირებული ჰქონდა ბაქოს საგზური. აი, ღვინიაშვილმა და ლიპარტელიანმა ეს საგზური ბრატისლავის გრან პრიზე გაითამაშეს, რომელიც ღვინიაშვილმა მოიგო.სამწუხაროდ, ღვინიაშვილი პირველივე შეხვედრაში გერმანელ ედუარდ ტრიპელთან იპონით დამარცხდა და უმედლოდ დარჩა, რამაც მის სარეიტინგო ადგილზეც იმოქმედა. ბექა ერთი პოზიციით დაქვეითდა და ამჟამად 4227 ქულით მესამეა.
მარგიანი უფრო წინ წავიდა და ასპარეზობა მერვედფინალში დაასრულა. ის 2 პოზიციით დაქვეითდა და ახლა 2555 ქულით მე-14 ადგილზეა.
ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ბაქოს მსოფლიოს პირველობა მოიგო და 5889 ქულით წონის ლიდერი გახდა.
ავთანდილ ჭრიკიშვილს რაც შეეხება, ის ამ წონაში ქულებს ახლა იკრეფს და ჯერჯერობით 714 ქულით 53-ე ადგილზეა.
100 კგ
წონის ლიდერი ვარლამ ლიპარტელიანია. ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და ამ დროისთვის 6386 ქულით პირველია. 7 საფეხურით დაწინაურდა ვარლამის მძლეველი სამხრეთკორეელი გუჰამ ჩო, რომელიც ახლა მესამე ადგილზეა. მეორეზე კი ჰოლანდიელი მაიკლ კორელია, რომელსაც 5566 ქულა აქვს.ლაშა ტაველური (54), ონისე სანებლიძე (60)
+100 კგ
საერთო რეიტინგის ლიდერი გურამ თუშიშვილი, როგორც ზემოთ უკვე მოგახსენეთ, პირველობას არავის უთმობს. ამ წონაში მისი დამწევიც არავინაა. მეორე ადგილზე მყოფ ჩეხ ლუკას კრპალეკს 3671 ქულა აქვს.ადამ ოქრუაშვილი 1218 ქულით 35-ე ადგილზეა, ლევან მატიაშვილი 1085 ქულით 39-ეა.
რაც შეეხება დაუმარცხებელ ფრანგს, ტედი რინერს, ის გასულ წელს ტურნირებში არ მონაწილეობდა და შესაბამისად, ცოტა სარეიტინგო ქულა აქვს. მას ახლა 1350 ქულა აქვს და 30-ე ადგილზეა.
მსოფლიოს ჩემპიონატის საპრიზო ფონდმა 1 მლნ ევრო შეადგინა: რამდენი მიიღეს მედალოსნებმა?
ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისი რეკორდი გაიმეორა!