მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი: პაპინაშვილი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში დაწყებულ ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ჯაბა შარშან ამ ტურნირზე 55 წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა, ამჯერად კი ბრინჯაოს დასჯერდა. მან ადვილად სძლია ამერიკელ ენტონი ბრედს, არგენტინელ კარლოს მალდონადოს, აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვსა და რუმინელ ლუსიან დუმიტრესკუს, ნახევარფინალი კი იაპონელ გენკი კოგასთან წააგო, რის შემდეგაც თურქი სამეტ კუმტასი იპონით დაამარცხა.

ვანო ხუბაშვილი (55 კგ) პირველივე შეხვედრაში იაპონელ ჰაიატი ჰანდასთან დამარცხდა.

თემურ ნოზაძემ (60 კგ) კოლუმბიელი კრისტიან იბარბო იპონით დაამარცხა, მაგრამ მერე ბრაზილიელმა რენან ტორესმა
მოუგო.

გოგონებში ნატალია ყიფშიძე (48) პირველივე წრეში ყაზახ აკმარალ ნაუატბეკთან დამარცხდა.

დღეს ტურნირზე ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) იჭიდავებენ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეეჰ,ერთმანეთის მიყოლებით 10 წუთში წააგეს ჯერ ლიპარტელიანმა და შემდეგ ნინიაშვილმა იაპონელთან.არა და ვაზარით დაწინაურდა.
სოსო
20:42 18-10-2018
0
უკვე შემაშფოთებელია ქართველი ძიუდოისტების ქვეყნიდან გადინების ციფრი! დროზე აირჩიეთ ფედერაციაში ხელმძღვანელად წესიერი ადამიანი, თორემ ყველა თქვენს ნამუსზე იქნება მაგარი ბიჭების დაკარგვა!!! ბაქოში ქართველების გამოსვლის შემხედვარე უკვე ერთმანეთში ამერია სიხარული და გამწარება!როგორ არ გამიხარდა ნიკას ჩემპიონობა?! ყვლას გაგვიხარდა, მაგრამ როგორ არ ვთქვა რომ გული დამწყდა ჩვენი ქვეყნის რომ არ იყო ეს ოქრო?! კაცებში ქართველების საერთო მონაგარით იაპონიასაც ვაჯობეთ და კორეასაც, არ გამწარდები ადამიანი?! იმედია ოდესმე მაინც დადგება ის დრო, როდესაც თავის ქვეყანაში ქართველი ქართველს მიხედავს!
პაატა
16:30 18-10-2018
0

სიახლეები პოპულარული