ისევ უმედლოდ ვართ - ლიპარტელიანმა ბრინჯაო ვერ მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულა. ის ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანთან, მასპინძელ სარა ლეონ სისიკესთან დამარცხდა.

იქამდე, ლიპარტელიანმა დიდი ბრიტანეთის სახელით მოასპარეზე ლელე ნაირნეს და უზბეკ შუხურჯონ ამინოვას სძლია, მეოთხედფინალი ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონთან, ბრაზილიელ რაფაელა სილვასთან წააგო, რეპეშაჟის ნახევარფინალი კი მონღოლ ენხრილენ ლხაგვატოგოს მოუგო.

ლიპარტელიანი ისევე როგორც ტოკიოს ოლიმპიადაზე, ამჯერადაც მეხუთე ადგილზე გავიდა.

ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი,
მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.

შეგახსენებთ, ხვალ საქართველოს ნაკრების სახელით ტატამზე ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) და ეთერ ასკილაშვილი (-63 კგ) წარსდგებიან.

მკითხველის კომენტარები / 15 /
მადლობა ეთერს ბრძოლისთვის მაგრამ მგონი ნამეტანი ჩქარობდა და ტაქტიურად წააგო.... სამწუხაროა.

მთლიანობაში როგორც ვატყობ ფიზიკურად (შეიძლება მენტალურადაც) --მოუმზადებლები -- შეხვდნენ ამ ოლიმპიადას ისინი ვინც დღემდე გამოვიდა..(ვშიშობ სხვების, ვინც შემდეგში იასპარეზებენ)

ლაშა შავდათუაშვილი ესეთი სუსტი მოტივაციით საერთოდ არ უნდა წამოსულიყო პარიზში და ადგილი უფო ახალგაზრდა სპორტსმენისთვის დაეთმო.
ბესო
20:45 29-07-2024
1
ეს ერთადერთი ტურისტია ვისაც ვიზა მაინც ეკუთვნის.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
20:13 29-07-2024
4

სიახლეები პოპულარული