წყაროს ცნობით, ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა.
"უკვე რამდენიმე ადამიანი ღიად საუბრობს ძიუდოს ფორუმებზე, რომ ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა, რამაც ტურნირზე გამოსვლაზეც მნიშვნელოვნად იმოქმედა. ეს ამბავი ბოლომდე მაინც არ მჯეროდა, სანამ სანდო წყარომ არ დამიდასტურა. მორალის კითხვის დაწყებას არ ვაპირებ და რამენაირად თვითონ მოგვარდნენ ამ ამბავში. უბრალოდ, ეს ამბავიც თუ მიჩქმალა ძიუდოს ფედერაციამ და რაიმე
შეგახსენებთ, რომ ოსაკას გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა მედალი საერთოდ ვერ აიღეს, ხოლო რამდენიმე მათგანი საერთოდ არ გამოსულა, მიზეზად კი ფედერაციამ ტრავმები დაასახელა.
შევეცდებით, ამ ამბავთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში ფედერაციის კომენტარი შემოგთავაზოთ.
საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ძიუდოისტების ტრავმებზე განცხადებას ავრცელებს