ფედერაციის პრეზიდენტის პასუხი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე - ინტერვიუ გიორგი ათაბეგაშვილთან

AutoSharing Option
ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის შესაძლო მომხდარ ხელჩართულ ჩხუბზე კომენტარი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს, გიორგი ათაბეგაშვილს ვთხოვეთ.

- პირველ რიგში, უნდა გკითხოთ ოსაკაში მომხდარ ინციდენტზე. ადასტურებთ ამ ფაქტს თუ არა, რამდენად შეესაბამება რეალობას?
- ამ ეტაპზე ჩვენთან ფედერაციაში რაიმე ტიპის საჩივარი ან განცხადება არ შემოსულა და არც არავის მოუმართავს. შესაბამისად, ჩვენ ამ ფაქტს არ ვადასტურებთ. თუ ვინმე წარმოადგენს რაიმე ტიპის მტკიცებულებას და ეს ფაქტი დადასტურდება, იქნება ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება.

- ანუ თქვენ ამბობთ, რომ ესეთი ფაქტი არ მომხდარა?
- არა,
გიპასუხეთ უკვე.

- თუ, ვთქვათ, ეს ფაქტი დადასტურდა, როგორ მოიქცევა ფედერაცია?
- თუ ვინმე წარმოადგენს ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციას, არსებობს სადისციპლინო კომისია, არსებობს აღმასკომი, ვისი უშუალო კომპეტენციაა ეს საკითხი და იქნება საკმაოდ მკაცრი რეაგირება. ისევე, როგორც ნებისმიერ გადაცდომაზე, რასაც ექნება მომავალში ადგილი, კონკრეტული სპორტსმენი იქნება, ექიმი თუ მწვრთნელი, ვინც ზიანს მიაყენებს ძიუდოს ფედერაციას, ჩვენი მხრიდან იქნება საკმაოდ მკაცრი რეაგირება.

- ეს ინფორმაცია რამდენიმე წყარომ გაავრცელა. ფედერაცია არ გეგმავს გამოძიებას?
- გამოძიება იწყება იმ შემთხვევაში, თუკი ვინმეს უფლებები დაირღვა და თუ ასეთი ფაქტი მოხდა, ჩვენი მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება.

- აი, თუნდაც ლაშა შავდათუაშვილის შემთხვევაში, ითქვა, რომ დაპირისპირების დროს მიღებული ტრავმის გამო ვერ მიიღო ტურნირზე მონაწილეობა. რას გვეტყოდით ამის შესახებ?

- ლაშა შავდათუაშვილი დღეს თვითონ გააკეთებს განცხადებას და შეგიძლიათ ნახოთ ეს განცხადება. მე ვესაუბრე მას და გავრცელებული ჭორები ამით დამთავრდება.

alt"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?

altWe love judo: ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა

მკითხველის კომენტარები / 19 /
მიმართონ ოფიციალურად და იაპონელები ეტყვიან ყველაფერს.
სიმართლე
28 ნოემბერი 2018 10:12
1
განცხადება და და საჩივარი კი არა, პირადად უნდა გაერკვეს სიტუაციაში. ოდესმე ხომ უნდა დამთავრდეს ეს პირველყოფილი მეთოდებით ანგარიშსწორება ?
????
27 ნოემბერი 2018 17:27
1
ამ კომენტარიდან ჩანს, რომ ფედერაცია ამ ინციდენტის მიჩუმათებას აპირებს. პირველ რიგში ეს პრეზიდენტია გასაშვები და შემდეგ ყველა ის ძიუდოისტი, ვინც ხელი აღმართეს შავდათუაშვილის და მარგველაშვილის წინააღმდეგ
iason dabneuli
27 ნოემბერი 2018 16:36
7
ეს რისი გამკეთებელია ლოყებზე არ ეტყობა? აბა ჰე დაბლოკეთ.
dato
27 ნოემბერი 2018 16:30
4
უხერხემლო კანტორა და უხერხემლო პრეზიდენტი, ნუ გვაყრით ბიჭო თვალებში ნაცარს, არ ვართ სულელები!
ჯეიმს ბონდი
27 ნოემბერი 2018 16:24
1
ეს კი ჩამომდგარა და ,,არაფერი იცის ბიჭმა".ერთიანად გინდათ გასუფთავება ახალი ხალხით.აზიხართ ბიუჯეტს ტკიპებივით ,ნორმალური პასუხიც კი არ შეგიძლიათ გასცეთ.
gigusha
27 ნოემბერი 2018 15:28
0
ეს პრეზინდეტი ვინ არის ?ოდესმე უჭიდავია?
rezi
27 ნოემბერი 2018 15:26
0
აი "კაკრას" მოჭიდავე არ უნდა იყოს პრეზიდენტი და მენეჯერი. მოჭიდავე მაქსიმუმ ტრინერი უნდა იყოს და იქნება საქმე წინ. პრეზიდენტი უნდა სახე იყოს ლაპარაკი ეხერხებოდეს საერთაშორისო დონეზე საქმის კეთება იცოდეს მოლაპარაკებებზე ჩუმად არ იჯდეს დამკვირვებლის როლი არ ჰქონდეს. თუ მოჭიდავეს ეს უნარები ექნება იყოს რა უჭირს. მაგრამ მინიმუმ ლ-ს რომ ვერ ამბობს კაცი და შესაზლებლობების მაქსიმუმი "რაიონის იმედია" ისეთი მოჭიდავე არა. ლიპარტელიანის "გამომდინარე აქედან" ებით ლაპარაკი და ჭრიკიშვილის რაიონული მასშტაბის ქართული, "ჩემნაირ ინწელიგენწებს" ყურს ჭრის მაინც. რო გამოდის ნაკრების წევრი ტლევიზორში აი ეგრევე სოფლის სუნი მცემს ხოლმე რა. მაწონის და ნეხვთან ნადები თივის არომატებით რაღაცნაიაირი ერთმანეთში არეული.
ზ.კალორია
27 ნოემბერი 2018 17:42
5
ბიუჯეტის ანუ ხალხის,ხარჯებით დადიხართ,და თურმე საჭიდაოთ კიარა იქაც პოლიტიკოსობთ.იმ სიშორეზე რომ არ გაგემასხარავებინათ თავი.აქ ვერ მოაგვარეთ?
gigusha
27 ნოემბერი 2018 15:24
1
წითელ ლოყებზე გეტყობა რის გამკეთებელიც ხარ
sio
27 ნოემბერი 2018 14:53
0
მასე სირაქლემას პოზიციაში ყოფნით უფრო აირევა სიტუაცია ნაკრებში.
მკაცრი სანქციებია საჭირო.
უნდა გაირკვეს მიზეზი და დამნაშავენი ჩამოშორდნენ (გარკვული დროით ან სამუდამოდ) ნაკრებს, აღნიშნულ წონებში კი სხვებს მიეცეთ განვითარების საშუალება.
როგორც ჩანს ზოგ-ზოგიერთებს თავში აუვარდათ უკვე.
სპორტსმენის საქმე სპორტული ასპარეზობაა და არა პოლიტიკური განცხადებების კეთება (ნებისმიერი მხარის სასარგებლოდ).
ქომაგი
27 ნოემბერი 2018 14:29
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული