"გოლდენ გორი" ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა

AutoSharing Option
ქართული კლუბი „გოლდენ გორი“ რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა.

გორულმა გუნდმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), ლუკა მაისურაძე (81 კგ.), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.) და უშანგი კოკაური (+90 კგ.).

გორელმა ძიუდოისტებმა ფინალში საფრანგეთის ქალაქ ლე ბლან-მენილის კლუბი დაამარცხეს. ფინალამდე კი სძლიეს გერმანულ, იტალიურ და სერბულ კლუბებს.

ფინალში მარგველაშვილმა ვინსენტ ლემარეს ბოლო წამებზე სძლია, შავდათუაშვილმა გილომ შენს ვაზარით მოუგო, ხოლო მაისურაძემ ალეკსანდერ ალარდონი იპონით დაამარცხა. ანგარიში 3:0 გახდა და ამის შემდეგ ღვინიაშვილი და
კოკაური დამარცხდნენ, თუმცა საბოლოო გამარჯვება ჩვენს გუნდს დარჩა - 3:2.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გილოცავთ ფალავნებო, გაიხარეთ!
გიზოგ
12:38 09-12-2018
1
"პატარა გორი დიდია ..." გაგიმარჯოთ!
zurab
22:58 08-12-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული