საქართველო 22-24 თებერვალს დიუსელდორფის გრანდ სლემზე 12 ძიუდოისტით წარდგება

AutoSharing Option
საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციამ დიუსელდორფის გრანდ სლემის მონაწილე ნაკრებების შემადგენლობა გამოაქვეყნა.

ტურნირზე, რომელიც 22-24 თებერვალს გაიმართება, საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ნაკრები დიუსელდორფში მხოლოდ ვაჟებით, 12 სპორტსმენით წარდგება.

წინასწარი შეხვედრები 22 და 24 თებერვალს 11:30-ზე დაიწყება, 23 თებერვალს - 12:00 საათზე. ფინალური ბლოკის პირდაპირი ტელერეპორტაჟი სამივე დღეს "სილკ უნივერსალზე" 20:00-ზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

60 კგ
ჯაბა პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი

66 კგ
გიორგი გუგულაშვილი

73 კგ
ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი

81 კგ
ბექა დონღვანი, გიორგი კაციაშვილი

90 კგ
ავთანდილ ჭრიკიშვილი

100 კგ
ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა
ტაველური

+100 კგ
ონისე ბუღაძე, ლევან მატიაშვილი

როგორც ხედავთ, საქართველოს ნაკრების სიაში კვლავ არ არის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მძიმე წონაში გურამ თუშიშვილი, რომელმაც პარიზის გრანდ სლემიც გამოტოვა.

2018 წელს დიუსელდორფის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ორი მედალი მოიპოვა: ვარლამ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიგო, ხოლო ლუხუმ ჩხვიმიანმა - ბრინჯაოს მედალი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ეს ინფორმაცია ლამის ერთი კვირის წინ მოგვაწოდეთ, მაგრამ ამ დროში ის მაინც გაგერკვიათ რატომ არ არიან თუშიშვილი და ღვინიაშვილი. გარიცხეთ ნაკრებიდან?...თუ ტრავმა აქვთ ის მაინც გვითხარით. ძნელია პირადად მათთან დაკავშირება? ხალხს რაც აინტერესებს ის ინფორმაცია მოგვაწოდეთ თუ ჟურნალისტები გქვიათ.
emigranti
22 თებერვალი 2019 15:37
0
ღვინიაშვილი რატო არ გამოდის? ტრავმა აქვს?
ზაქარია
21 თებერვალი 2019 02:38
0
მაროკოს გრან პრიზე გოგოების ნაკრებიც რომ დაგეფინანსებინათ ძალიან კარგი იქნებოდა. ვფიქრობ რომ მათ შეუძლიათ ლიცენზიების მოპოვება! თან მაროკოში არ იასპარეზებს იაპონიის კოსოვოს და კანადის ქალი ძიუდოისტები, და ამაზე კაი შანსი რაღაგინდათ ლიცენზიის ქულებისთვის? წარმატებები ჩვენს ძიუდოისტებს!!!
gurami
16 თებერვალი 2019 21:28
2
თუშიშვილი მარტის ბოლოს თბილისის გრანპრიდან დაიწყებს გამოსვლას.
aleqsandre
16 თებერვალი 2019 18:55
0
ღვინიაშვილი პეტერბურგის ფრანსლემზე გამოვა 15 - 17 მარტს.
aleqsandre
16 თებერვალი 2019 18:53
1
თუშიშვილი სად არის, რატომ არ გამოჩნდა ან პარიზში, ან დიუსელდორფში, თუ რაიმე გეგმის მიხედვით ემზადება ეგაც დაწერეთ, რომ ვიცოდეთ ან თუ სხვა რაიმე პრობლემაა ეგაც დაწერეთ, ჩვენ ვინც ვცხოვრობთ ძიუდოს ცხოვრებით გვაინტერესებს ბიჭების შესახებ ყველაფერი, ან ბექა სადაა რა სჭირს.
ჯ ი ჯ ი
16 თებერვალი 2019 18:48
0
თუშიშვილი ინდივიდუალურად ემზადება ყაზახეთის ფალავან აიბეკს უნდა დაეჭიდოს შემოდგომაზე!
aburjga
16 თებერვალი 2019 17:31
8
ბექა ღვნიაშვლი რატომ არაა?
giga
16 თებერვალი 2019 16:58
0
თუშიშვილი რომ არ არის ჩვენც ვხედავთ, რატომ არ არის ან აქ ან პარიზში ეგ უნდა გაარკვიოს ჟურნალისტმა.
a
16 თებერვალი 2019 16:40
0
ღვინიაშვილი საერთოდ გააქრეთ, თუ რაშია საქმე? ტრავმა თუ აქვს ის მაინც დაწერეთ რა სახის და როდის ელოდებით მის დაბრუნებას.
emigranti
16 თებერვალი 2019 15:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული