ეკატერინგბურგი გრანდ სლემი. II დღე: ბრინჯაოსთვის მარტო ერთი ქართველი იჭიდავებს

AutoSharing Option
16 მარტს ეკატერინგბურგის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს, რომელშიც ქართველი ძიუდოისყებიც მონაწილეოებენ.

სამწუხაროდ 4 ქართველი ძიუდოისტიდან მედლისთვის მხოლოდ ერთი იჭიდავებს.

ლუკა მაისურაძემ (81) რეპეშაჟში რუმინელ მარსელ ცერცეას შეხვდა და ვაზარით დაამარცხა, რითაც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა, სადაც ჰლანდიელ ფრენკ დე ვიტს შეხვდება.

მაისურაძემ სტარტზე მაკედონიელ კატალინ მარიანს იპონით მოუგო, შემდეგ მონღოლ უგანბაატარ ოტგონბაატარ ვაზარით სძლია. მეოთხედფინალში მაისურაძე დამატებით დროში გერმანელ მაიას კეისთან დამარცხდა, რითაც რეპეშაში გადავიდა.

ტატო გრიგალაშვილი პირველივე შეხვედრა დაძაბულ ბრძოლა იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დამატებით დროში
იპონით დამარცხდა.

სამწუხაროდ ლაშა შავდათუაშვილი (73) რუს ევგენი პროკოპჩუკთან პირველივე შეხვედრაში იპონით დამარცხდა.

ვალერი იაშვილი (73) ასევე პირველივე შეხვედრაში იპონით დამარცხდა რუსეთის წარმომადგენელ გიორგი ელბაკიევთან.

ფინალური ბლოკი 16:00 საათიდან დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ლუკა და ტატო ძალიან ძლიერი ძიუდოისტები არიან!!! დღესაც მაგრათ იჭიდავეს ტატომ ნაგასესთან დამატებით დროში წააგო, ლუკამ რეიტინგის ძიუდოისტ კას მატიასთან წააგო დამატებით დროში სამწუხარო ის არის რომ უკეთესათ ჭიდაობდნენ ჩვენი ბიჭები მხოლოთ და მხოლოთ გამოცდილების უქონლობის ხარჯზე წააგეს!!! ადრეც ბევრჯერ დავწერე და იმედია რომ არ დამბლოკავთ. ფედერაციას ტურნირებზე კერძოთ 81-წონაში მიყავთ ბევრჯერ უფრო სუსტი მოჭიდავეები ტურნირებზე მემგონი გულშემატკივარიც დამეთანხმება რომ პირველ რიგში ეს ბიჭები იმსახურებენ ნაკრებში გამოსვლას. ყველა მოჭიდავის მიმართ პატივისცემის მიუხედავათ დონღვანი და ტატალაშვილი უპირობოთ აგებენ პირველივე ბრძოლებს რეიტინგის 100-ულის მიღმა სპორცმენებთან! იმედია ფედერაცია დაფიქრდება და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს ნაკრების დაკომმპლექტებაში.?
gurami
15:35 16-03-2019
0
დასანანია ლაშა რუსების ბულკად იქცა.
0

სიახლეები პოპულარული