ნატალია ყიფშიძემ (48) თბილისის გრან პრის პირველ შეხვედრაში შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა.
ქართველი ძიუდოისტი პირველ წრეში თურქმენეთის წარმომადგენელ აზიზა ნაზაროვას შეხვდა.
ყიფშიძემ მეტოქე ფეხებით დაიჭირა და გაგუდა, თან ისე, რომ ნაზაროვამ რამდენიმე წამით გონება დაკარგა და შემდეგ, როცა გამოფხიზლდა, გონზე მოსვლა გაუჭირდა და შეცდომით მეტოქის მხარეს გადადიოდა.
მსაჯმა შეხვედრა გააჩერა და გამარჯვება ყიფშიძეს ჩაუთვალა, რადგან ნაზაროვა დაპირისპირებას ვეღარ გააგრძელებდა.
ჩვენი სხვა ძიუდოისტების შედეგებს მოგვიანებით მოგაწვდით.