"როდესაც აღარ ვიქნები, ჩემი სახელი ძიუდოში დარჩება" - შოთა ხაბარელი ილეთის შესახებ, რომელსაც მისი სახელი ეწოდა

AutoSharing Option
ფოტო: Ijf.org

29-31 მარტს თბილისში ძიუდოს გრან პრი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ვაჟებში საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ვეტერან ოლიმპიურ ჩემპიონს, შოთა ხაბარელს ესაუბრა.

ვეტერანი ძიუდოისტი 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის გამარჯვებულია, სადაც ის საკუთარი, განსაკუთრებული ილეთით ამარცხებდა მეტოქეებს.

ამ ილეთს "ხაბარელი" ეწოდა და არა მარტო ძიუდოში, არამედ სუმოშიც გამოიყენება.

"ეს საქართველოა, ძიუდო და ჭიდაობა კი ქართული სულის და გენის ნაწილია. მე თავის დროზე ძიუდო ავირჩიე, რადგან ის ჭიდაობაზე ბევრად პოპულარული იყო.

ჩემი მთავარი მოტივაცია შოთა ჩოჩიშვილი იყო,
რომელმაც 1972 წელს ოლიმპიადის ოქროს მედალი მოიგო და საბჭოთა კავშირში ამ სახეობის პირველი ოლიმპიური ჩემპიონი იყო. ვხედავდი, როგორ უყვარდათ და ეპყრობოდნენ მას.

ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენებისთვის მთავარი სპორტი ჭიდაობაა. ყველას აქვს გარკვეული გამოცდილება ამ ქართულ სპორტში და მეც მშვენივრად ვიცოდი ის, მისი ექსპერტი ვიყავი.

ჩემი ილეთიც აქედან მოდის და ბედნიერი კაცი ვარ, რომ ეს ტექნიკა მთელ მსოფლიოში ჩემს სახელს ატარებს. მომავალში, როდესაც მე აღარ ვიქნები, ჩემი სახელი ძიუდოში დარჩება.
Sportall.Ge
ხაბარელის ილეთი - ფოტო: JudoCrazy

მთავარი, რაც ჩემს ტექნიკას უნიკალურს ხდის, არის ის, რომ ამ ილეთის შესრულების შემდეგ ყველაზე ძლიერი, გამოცდილი და ტექნიკური ძიუდოისტიც კარგავს ბალანსს. ახლაც, ყველაზე წარმატებული ქართველი იყენებს ამავე ილეთს. ეს ჩვენს სულშია.

ძიუდო ბოლო 10 წლის განმავლობაში ძალიან შეიცვალა. ბევრი ისეთი ცვლილებაა, რასაც ჩემი თაობა ვერც კი წარმოიდგენდა. მესმის, რომ ეს ამ სპორტის განვითარებისთვის კეთდება და ამით ძიუდო უფრო დინამიკური და საინტერესო ხდება და მსოფლიოს საუკეთესო ხუთ სპორტს შორის შედის", - განაცხადა შოთა ხაბარელმა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
შოთამ მოიგო მოსკოვის ოლიმპიადა 1980 წელს, სადაც არ ჩამოვიდნენ კაპიტალისტური ქვეყნები, ის ქვეყნები ვინც ძიუდოში ამინდს ქმნიან, თორემ ვინ იცის შოთა მოიგებდა თუ არა ოლიმპიადას.
ჯ ი ჯ ი
02 აპრილი 2019 16:53
30
მიუხედავად ამისა, სულაც არ ყოფილა სუსტი შემადგენლობა. ნუ "გავუპუსტიაკებთ" ამ კაცს მოსკოვის ოლიმპიადის მედალს.
giorgi
03 აპრილი 2019 09:55
0
და რა მერე? იგივე ოლიმპიადა ვერ მოიგო თემურ ხუბულურმა, რომელსაც მანამდე ზედიზედ ორჯერ ჰქონდა მოგებული მსოფლიო "მოწინავე კაპიტალისტური ქვეყნების" მონაწილეობით; სანეევმა მანამდე 3 ოლიმპიადა მოიგო და იქ ვერა ... რახან ცოცხი გიჭირავს ბოღმა ვერ უნდა დაიოკო?
მერაბ გ.
03 აპრილი 2019 07:13
0
მსოფლიოს კი ახსოვს მაგრამ აქ თუ ახსოვთ?
გიორგი
02 აპრილი 2019 14:16
1
აქ, როგორც კარგი მსმელი, მჭამელი და ფულის საჭრელი მანქანა.. ეგრე ემახსოვრებათ!
...
03 აპრილი 2019 11:13
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული