ჩინეთის გრან პრი: ქართველი ძიუდოისტები სამშობლოში ორი ბრინჯაოთი ბრუნდებიან

AutoSharing Option
ჩინეთის ქალაქ ჰუშში დასრულდა ძიუდოს გრან პრი, სადაც მონაწილეობას 6 ქართველი სპორტსმენი იღებდა.

ქართული დელეგაცია სამშობლოში 2 მედლით ბრუნდება - გიორგი პაპუნაშვილი და ლევან მატიაშვილი ბრინჯაოს გრან პრის ბოლო დღეს დაეუფლნენ.

90 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი პაპუნაშვილმა ჯერ ამერიკელ კოლტონ ბრაუნს სძლია, შემდეგ კი კუბელი ივან ფილიპე სილვა მორალესი დაამარცხა, ნახევარფინალში კი იაპონელ კენტა ნაგასავასთან დამარცხდა, რომელმაც საბოლოოდ ჩემპიონობა მოიპოვა.

რეპეშაჟში გიორგის მეტოქე შვეიცარიელი კირილ გროსკლაუსი იყო, რომელიც ქართველმა ფალავანმა დაამარცხა და ბრინჯაოს დაეუფლა.

მძიმე წონით კატეგორიის მერვედფინალში რუსი ანტონ
ბრაჩევის დამარცხების შემდეგ ლევან მატიაშვილი ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი ჯერ ჩინელ შაოტონგ იუანგს სძლია, შემდეგ კი გერმანელ იოჰანეს ფრეის და ისიც ბრინჯაოს მფლობელი გახდა.

ვალერი იაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, კობა მჭედლიშვილი და უშანგი მარგიანი სამშობლოში უმედლოდ ბრუნდებიან.

ტურნირში მონაწილეობას სულ 43 ქვეყნის 301 სპორტსმენმა მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 2 /
არ მჯერა, უშანგი მარგიანი ამას არ იზამდა... :)
giorgi
19:19 26-05-2019
0
ტატრა უძლიერესია
ჯუდო
00:14 27-05-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული