გურამ თუშიშვილმა რუსეთის წარმომადგენელი ტასოევი იპონით დაამარცხა და ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 ივნისს, ევროპულ თამაშებზე ქართველმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ფინალი რუსეთის წარმომადგენელს, ინალ ტასოევს იპონით მოუგო.

ის დასაწყისში საოცრად გადაურჩა იპონით წაგებას, შემდეგ კი თქვენი მოწონებული გააკრა ბეჭებზე.

თუშიშვილმა გადამწყვეტ ბრძოლამდე პოლონელ მასიეჟ სარნაკის, რუმინელ ვლადუტ სიმიონესკუს და ჰოლანდიელ ჰენკ გროლს სძლია.

სამწუხაროდ, ფინალი იპონით რუსეთის წარმომადგენელ არმან ადამიანთან ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) წააგო, რომელმაც იქამდე მონტენეგროელ დანილო პანტიკს, ბელორუს მიკიტა სვირიდს და ფრანგ სირილ მერეს დამაჯერებლად სძლია.

ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) მეოთხედფინალში დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ქართველმა სპორტსმენებმა ტურნირზე ჯერჯერობით 20 მედალი (6 ოქრო, 5 ვერცხლი, 9 ბრინჯაო) მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილზე არიან.

მკითხველის კომენტარები / 14 /
უფალმა დაგლოცოს ძმაო გურამ, როგორ გაახარე მთელი საქართველო
გიორგი
24 ივნისი 2019 21:12
0
მადლობა ჩემო ძმაო ჩემი და ქვეყნის გახარებისთვის,წარმატებები სპორტში და ცხოვრებაში.
ზას.
24 ივნისი 2019 21:13
0
ნორმანულებ ხართ საერთოდ? ეს რა ვიდეო გაქვთ დადებული შარშანდელია მგონი. დადეთ წესივრად რა არა პროფესიანულობის ზეიმია.
beqa
25 ივნისი 2019 01:36
1
არ გამოაქვეყნო ეს. ვიდეოში მხოლოდ რუსის ვაზარია და თითქოს ამით მორჩა, გაასწორეთ კიდევ ერთხელ.
emigranti
25 ივნისი 2019 01:31
0
თუში! თუში! თუში! და კიდევ ბევჯერ თუში!!!!
zaza
24 ივნისი 2019 20:51
0
მეამაყება რომ ჩვენი ქვეყნის შვილია გურამი თუშიშვილი. გილოცავთ სუყველას,
laguna
24 ივნისი 2019 20:45
0
თუში გენაცვალე გულში ჩვენო ლომო და ჩვენო სიამაყე!
gurami
24 ივნისი 2019 20:44
0
რაღა გავრილოვის იქ წამოჯდომა და რაღა ამ ვიდეოს დადება რუსული დროშის ფრიალი. გარწმუნებთ, რომ მარიხუანის დეკრიმინალიზაცია თქვენს პროფესიონალიზმსა და თქვენს ადეკვატურობას კარგს არაფერს უქადის. თუ მარიხუანის ბრალი არ არის, მაშინ განზრახ გააკეთეთ?
ბართა
25 ივნისი 2019 09:42
2
ამ ლიპარტელიანს რა სჭირს, რამ დააუძლურა? სახეზე ეტყობოდა რომ შეშინებული იყო და უჯიგროდ ჭიდაობდა.
კოტე
25 ივნისი 2019 09:01
2
გილოცავ და გმადლობთ!!! გაიხარე, ისე როგორც საქართველო გაახარე!!! იმედია, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებ... ბრავო!!!
tngh
25 ივნისი 2019 15:25
0

სიახლეები პოპულარული