გურამ თუშიშვილი: ყველამ იცის, რა მდგომარეობაა საქართველოში და...

AutoSharing Option
24 ივნისს, ევროპული თამაშების ფინალში, რუსეთის წარმომადგენლის, ინალ ტასოევის დამარცხების შემდეგ ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) კომენტარი გააკეთა.

"რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. მედროშეობაც ჩემთვის საპასუხისმგებლო იყო. ორმაგად მობილიზებული ვიყავი, რათა ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა გამეხარებინა.

მით უმეტეს, ფინალში დაძაბული ბრძოლა იყო. ყველამ იცის, რა მდგომარეობაა საქართველოში და გამარჯვებისთვის ყველანაირად მობილიზებული ვიყავი. ამ გამარჯვებას ჩემს ერს და ჩვენს ქვეყანას ვუძღვნი", - განუცხადა თუშიშვილმა "პირველ არხს".

მკითხველის კომენტარები / 1 /
გაიხარე გურამ, ასე უნდა, დარბაზში გამოჩენიდანვე უკვე უნდა გეტყობოდეს, რომ გამარჯვებისთვის ხარ გამოსული. მრავალ დიდ წარმატებებს გისურვებ სპორტულ და პირად ცხოვრებაში. ქართველები ვამაყობთ შენით.
გიზოგ
11:00 25-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული