ზაგრების გრან პრი: ტატო გრიგალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 ივლისს, ზაგრების გრან პრიზე ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გრიგალაშვილი მეოთხედფინალში ირანელ საიდ მოლეისთან დამარცხდა, შემდეგ რეპეშაჟში ბრაზილიელ ლეანდრო გულჰიეროს ვაზარით სძლია, ბრინჯაოსთვის ბრძოლა კი შვედ რობინ პეისეკს იპონით მოუგო.

შეგახსენებთ, ტატო 13 ივლისს ბუდაპეშტის ტურნირის გამარჯვებული გახდა.

გუშინ ზაგრებში ბრინჯაოს მედალს ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დაეუფლა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ცოტა ფიზიკურად მოძლიერება და მერე ნახეთ შედეგები.
giga
22:03 27-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული