საქართველოს ძიუდისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი იაპონიაში მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრას დაესწრო და შემდეგ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.
"მე ოქროსთვის მივდივარ, მაგრამ ეს არ არის ადვილი გზა მე ყველაფერს გავაკეთებ რომ საქართველოს ოქროს მედალი მოვუტანო. როდესაც იაპონიაში იბრძვი, ეს ძალიან კარგი გრძნობაა. როდესაც აქ მოიგებ ოქროს, ეს საოცარი გრძნობაა. აქ ყველა მედალი ოქროსავით ძვირფასია, რადგან ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. იაპონელ ხალხს ძიუდო უყვარს და როდესაც აქ კარგ შედეგს მიაღწევ ბედნიერი უნდა იყო", - აღნიშნა ლიპარტელიანმა.